მარიან ლუტოსლავსკი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარიან ლუტოსლავსკი (პოლ. Marian Lutosławski, დ. 1871 — გ. 5 სექტემბერი, 1918) — პოლონელი ინჟინერი, მაქანათმშენებელი და გამომგონებელი. ის სწავლობდა რიგას ტექნიკურ უნივერსიტეტში. მან ელექტროინჟინერის დიპლომი გერმანიაში, დარმშტადტის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას მიიღო. ლუტოსლავსკიმ პირველი ელექტროსადგური დაამონტაჟა ვარშავის საცხოვრებელ უბანში და დანერგა ახალი ტექნიკა, როგორიცაა სამფაზიანი მიმდინარეობა. 1900 წელს მან ააშენა ქვეყნის პირველი ელექტროსადგური, რომელიც დიზელის შიდა წვის ძრავის საშუალებით ვარშავის სასტუმრო ბრისტოლისთვის გამოიმუშავებდა ენერგიას.[1] მან ასევე შექმნა პირველი ორი რკინაბეტონის ხიდი ლუბლინში 1908 და 1909 წლებში.[2] ლუტოსლავსკი 1918 წელს ბოლშევიკებმა დააკავეს და მოსკოვში გაასამართლეს როგორც „კონტრრევოლუციონერი“.[3][4]

მარიან ლუტოლავსკი
პოლ. Marian Lutosławski
დაბ. თარიღი 1871 წელი
დაბ. ადგილი დროზდოვო, ლომჟას გუბერნია, პოლონეთის სამეფო
გარდ. თარიღი 5 სექტემბერი, 1918
გარდ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა პოლონეთი
რუსეთის იმპერია
საქმიანობა ელექტროინჟინერი და civil engineer
მუშაობის ადგილი ვარშავის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ალმა-მატერი დარმშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო სფერო მანქანათმშენებლობა

ცხოვრება

რედაქტირება

მარიან ლუტოსლავსკი დაიბადა 1871 წელს ვარშავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დროზდოვოში, პოლონელთა ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ აგრონომი ფრანციშეკ დიონიზი ლუტოსლავსკი და მისი მეორე ცოლი პაულინა.[5] მარიანის ხუთი ძმიდან ერთი გახდა ფილოსოფიის პროფესორი, ერთი გაზეთის რედაქტორი და ერთი პარლამენტარი.[2]

მარიანი მუშაობდა ინჟინერთა ასოციაციაში და სხვა პროფესიულ ორგანიზაციებში. 1902 წელს მან დააარსა ტექნიკური ოფისი. მან ვარშავაში ააშენა პირველი რკინა-ბეტონის სახლი. სწორედ მარიანმა ააშენა ლიეტუვაში, ვილნიუსში მაცხოვრის სახელობის რკინა-ბეტონის ეკლესია. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ლუტოსლავსკი კითხულობდა ლექციებსა და ასევე წერდა სტატიებსა და სახელმძღვანელოებს სამოქალაქო ინჟინერიის დარგში.[3]

ლუტოსლავსკი უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ ვარშავაში დასახლდა და დააარსა ქარხანა სახელწოდებით Grafit (გრაფიტი), რომელიც აწარმოებდა ხანძარსაწინააღმდეგო სეიფებს. 1898 წელს მან იქორწინა მარია ზიელინსკაზე. იგი გახდა ლექტორი ვარშავის პოლიტექნიკური მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე (იმ დროს ცნობილი როგორც: ვაველბერგისა და როტვანდის მექანიკური ტექნიკური სკოლა).[6]

სოციალური აქტივიზმი და გარდაცვალება

რედაქტირება

გარდა თავისი საქმიანობისა, ლუტოსლავსკი იყო პოლონეთის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და სტუდენტური საზოგადოების, მაციეჟ შკოლნას თანადამფუძნებელი.[3] ის იყო პირველი მოქალაქეთა კომიტეტის, აგრეთვე პოლონეთის სანიტარული დახმარების კომიტეტის (Polski Komitet Pomocy Sanitarnej, PKPS) პირველი ინიციატორი პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში.[3] 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ლუტოსლავსკის ოჯახის წევრები რუსეთის იმპერიაში გაიქცნენ მას შემდეგ, რაც გერმანულმა ძალებმა პოლონეთის ნაწილი დაიპყრეს. მან და მისმა ძმამ, იოზეფმა ჩამოაყალიბეს პოლონეთის სამხედრო ძალები, რომლებიც პოლონეთის განთავისუფლებას აპირებდნენ რუსეთის იმპერიის დახმარებით. მარიანი წარმოადგენდა პოლონეთის სანიტარული დახმარების კომიტეტს მოსკოვში, რათა პოლონეთიდან გაქცეულ ხალხს დახმარებოდნენ. მის საქმიანობაში შედიოდა პოლონეთის ყოველდღიური მოვლის, სემინარების, საავადმყოფოებისა და დახმარების ცენტრების შექმნა საზღვარგარეთ. 1917 წელს დაიწყო რუსეთის რევოლუცია. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის წევრებიც მარიანი და იოზეფ ლუტოსლავკები იყვნენ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკების მმართველობას. მარიანი დაეხმარა პოლონელ ლტოლვილების მურმანსკის გავლით საფრანგეთსა და ინგლისში მოხვედრაში. იგი ასევე მხარს უჭერდა პოლონეთის ძალების აჯანყებას მურმანსკში კომუნისტების წინააღმდეგ.[7][8][9] ამისათვის მარიან ლუტოსლავსკი ბოლშევიკებმა დააპატიმრეს მურმანსკში, 1918 წლის 23 აპრილს კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით. იგი გასასამართლებლად წაიყვანეს მოსკოვში თავის ძმასთან, იოზეფთან ერთად, რომელიც დააპატიმრეს ორი დღის შემდეგ.[3][9][10]

მარიანი მოკლეს სასამართლო პროცესის გარეშე 1918 წლის 5 სექტემბერს ვსეხსვიაცკოეში, მასობრივი ხოცვისას, მოსკოვის გარეთ მდებარე განმარტოებულ სოფელში, ძმასთან ერთად, სასამართლო პროცესის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე.[8][10]

ლუტოსლავსკი დაქორწინებული იყო მარიაზე (ქალიშვილობის გვარი: ზილიენსკა), რომელთანაც მას ორი ვაჟი, ფრანციშეკი და ზბიგნიევი და ორი ქალიშვილი, ჰანა და ზოფია ჰყავდა. ვიტოლდ ლუტოსლავსკი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ევროპელი კომპოზიტორი, მარიანის ძმიშვილი იყო.[3] ვიტოლდ ლუტოსლავსკი ხუთი წლის იყო, როდესაც მისი მამა იოზეფი (დაიბადა 1882 წელს) და მარიანი მოკლეს.

  1. Puczyńska 2014: Kalendarium. 1900 – projekt elektrowni napędzanej silnikiem spalinowym Diesla dla zespołu hotelu Bristol w Warszawie (English: 1900 – first electric generator design with Diesel engine for Hotel Bristol, Warsaw).
  2. 2.0 2.1 Muzeum. (13 December 2009) Marian Lutosławski Polish. Lutosławscy w Drozdowie. Muzeum Przyrody w Drozdowie (w dawnej siedzibie rodziny Lutosławskich). ციტირების თარიღი: 14 August 2014.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Olgierd Witkowski. (2014) Marian Lutosławski (1871 - 1918) Polish. Lutosławscy z Drozdowa. Towarzystwo Przyjaciol Muzeum Przyrody w Drozdowie. ციტირების თარიღი: 14 August 2014.
  4. JAXA. (2012-01-14) Marian Lutosławski zostanie patronem mostu na Bystrzycy Polish. Wiadomości. Kurier lubelski.pl. ციტირების თარიღი: 14 August 2014.
  5. Steven Stucky (1981). Lutosławski and His Music. Cambridge University Press, გვ. 1. ISBN 978-0-521-22799-5. 
  6. Katarzyna Puczyńska. (2014)Marian Lutosławski (1871–1918) Polish. Leksykon Lublin. Ośrodek "Brama Grodzka - Teatr NN". ციტირების თარიღი: 14 August 2014.
  7. Kalendarium 1913–1919. დაარქივებული 2021-04-25 საიტზე Wayback Machine. Towarzystwo im. Witolda Lutosławskiego, Warszawa.
  8. 8.0 8.1 Steven Stucky (1981). Lutosławski and His Music. Cambridge University Press, გვ. 3. ISBN 0521227992. 
  9. 9.0 9.1 Stanisław Będkowski. (2014) The Diary of the Life, Works and Activity of Witold Lutosławski (PDF file, direct download 256 KB). Muzykologia. Jagiellonian University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 16 August 2014.
  10. 10.0 10.1 (2001) Witold Lutosławski: A Bio-bibliography. Greenwood Publishing Group, გვ. 1–2. ISBN 978-0-313-25962-3.