მარიამ თათეშვილი
მარიამ გარიყული (ნამდვილი სახელი მარიამ ლუკას ასული თათეიშვილი-რატიანისა) (დ. 20 მარტი, 1883, პატარა გუბი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 9 თებერვალი, 1960, თბილისი) — ქართველი მწერალი.
მარიამ თათეშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 მარტი, 1883 |
დაბადების ადგილი | პატარა გუბი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 9 თებერვალი, 1960 (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი და მსახიობი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშემოქმედებითი მოღვაწეობა თეატრში დაიწყო. მსახიობობდა ავჭალის სახალხო თეატრსა და ქუთაისის თეატრში. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1905 წელს, როცა დაიბეჭდა მოთხრობა „ცხოვრების მსხვერპლი“. მოთხრობების პირველი კრებული გამოქვეყნა 1928 წელს. დაიმკვიდრა რეალისტი, დემოკრატი მწერლის სახელი, აიმაღლა ხმა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.
ადრინდელ მოთხრობებში „ჩვეულებრივი ამბავი“, „ჩინოვნიკი“ (1905), „ბორკილი“ (1906), „ახალი მასწავლებელი“, „ჰონორარი“, „ჯაშუში“ (1907) ის ასახავდა მშრომელი ხალხის ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ. მისი შემდგომი რომანები „ანარეკლი“ (1933) და „გარღვეული მიჯნა“ (1933-1937) და წერილია საბჭოთა ოიკუპაციის შემდეგ და ასახავს ახალ რეალობას. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს ეხება მოთხრობა „ახალი განთიადი“ (1951).
მ. გარიყული ავტორია აგრეთვე მრავალი შესანიშნავი საბავშვო მოთხრობისა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კრებული „მამაცი ცქვიტა“ (1961).
სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალმა დაწერა მოგონებათა წიგნი „განვლილი გზა“, სადაც მოთხრობილია შემოქმედის საინტერესო ცხოვრებაზე, გაცოცხლებულია ჩვენი უახლესი წარსული და გამოჩენილი მოღვაწეები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ე., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 176, თბ., 2018 წელი;
- კაკიაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 6.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 98, თბ., 1994.