მართა ელისაბეთ მაკსალი (ინგლ. Martha Elizabeth McSally; დ. 22 მარტი, 1966) — ამერიკელი პოლიტიკოსი, 2019 წლის 3 იანვრიდან აშშ-ის სენატის წევრი არიზონის შტატიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი 2015-2019 წლებში არიზონის მეორე საარჩევნო ოლქიდან.

მართა მაკსალი
Martha McSally
მართა მაკსალი Martha McSally
აშშ-ის სენატორი არიზონის შტატიდან
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა3 იანვარი, 2019
წინამორბედიჯონ კაილი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 2015 – 3 იანვარი, 2019
წინამორბედირონ ბარბერი
მემკვიდრეენ კირკპატრიკი

დაბადებული22 მარტი, 1966
უორიკი, როდ-აილენდი, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლედონალდ ჰენრი
განათლებაჰარვარდის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მართა მაკსალი დაიბადა 1966 წლის 22 მარტს როდ-აილენდის შტატის ქალაქ უორიკში. 1988 წელს დაასრულა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 1990 წელს კი სახელმწიფო პოლიტიკის სფეროში მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის კენედის სახელმწიფო სკოლაში[1].

სამხედრო სასწავლებლის დასრულების მომენტიდან სამხედრო სამსახურშია. სამხედრო სამსახური დაასრულა 2010 წელს პოლკოვნიკის წოდებით. დაფრინავდა მოიერიშე A-10 Thunderbolt II-ით, მოგვიანებით მეთაურობდა ესკადრილიას[2]. მონაწილეობდა იუგოსლავიის დაბომბვაში. შეასრულა საბრძოლო მისიები საჰაერო დახმარების უზრუნველსაყოფად სახმელეთო ნაწილებისთვის ავღანეთისა და ერაყის ომების ოპერაციებში.

2012 წელს პირველმა ქალმა სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო ოპერაციების მონაწილემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში მარცხი განიცადა არიზონის მეორე საარჩევნო ოლქში დემოკრატ რონ ბარბერისთან, ჩამორჩა მას 2,5 ათასი ხმით. 2014 წელს იმავე საარჩევნო ოლქში მორიგი არჩევნების დროს მან დაამარცხა ყოფილი მოწინააღმდეგე ექვსკვირიანი სასამართლო პროცესებისა და ბიულეტენების გადაანგარიშების შემდეგ[3].

2018 წლის 6 ნოემბერს აშშ-ის სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების ოფიციალური კანდიდატია, მისი მოწინააღმდეგე იყო დემოკრატი კირსტენ სინემა. ხმების დათვლა გაჭიანურდა, რადგან მონაწილეთა შედეგები ძალიან თანაბარი იყო და დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა გამარჯვებულის დადგენა. 8 ნოემბერს, რამდენიმე ადგილობრივმა რესპუბლიკურმა ორგანიზაციამ შეიტანა სარჩელი სასამართლოში, რომელიც ეხებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის 4 კომისიაში ბიულეტენების არასწორ დათვლას, ეს ბიულეტენები გაგზავნილი იყო ფოსტით (არიზონაში აქტიური ამომრჩევლების 75 % ხმის მიცემის ამ მეთოდს იყენებს)[4]. 12 ნოემბერს ოფიციალურად გამარჯვებულად გამოაცხადეს კირსტენ სინემა, რის შედეგადაც რესპუბლიკელებმა 1976 წლიდან მოყოლებული პირველად დაკარგეს კონტროლი სენატორის მოცემულ მანდატზე[5].

2018 წლის 18 დეკემბერს არიზონის გუბერნატორმა დაგ დიუსიმ გამოაცხადა, რომ სენატორის თანამდებობაზე ნიშნავდა მართა მაკსალის, სენატორის ადგილი ვაკანტური გახდებოდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის 31 დეკემბერს გადადგებოდა ჯონ კაილი (რომელიც თავის მხრივ დანიშნული იყო გუბერნატორის მიერ ჯონ მაკ-კეინის გარდაცვალების შემდეგ). დიუსის სიტყვებით, იმ დღეს როდესაც სენატორებმა ფიცი დადეს, ეს პირველად მოახერხა სინემამ, რომელიც შესაბამისად გახდა პირველი ქალი სენატორი არიზონიდან[6].

მაკსალი ეკუთვნის ისეთ ჯგუფებს როგორიცაა Tuesday Group და Republican Main Street Partnership, გაერთიანებულ ზომიერ და ზომიერ-კონსერვატორთა დაჯგუფებას აშშ-ის კონგრესში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1997 წელს ცოლად გაყვა სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერს დონალდ ჰენრის. მასთან ქორწინება გაუქმდა 1999 წლის 29 ნოემბერს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • McSALLY, Martha, (1966 - ). bioguide.congress.gov. ციტირების თარიღი: 2019-01-04.
  • McSALLY, Martha. History, Art & Archives. United States House of Representitives. ციტირების თარიღი: 2018-11-08.
  1. McSALLY, Martha. Biographical Directory. United States Congress. ციტირების თარიღი: 2018-11-08.
  2. Charles Hoskinson. (2015-02-02) Rep. Martha McSally: 'We've got a more dangerous world than I've seen in my whole lifetime'. Washington Examiner. ციტირების თარიღი: 2018-11-08.
  3. Tarini Parti. (2014-12-17) Republican McSally wins last House race of 2014. Politico. ციტირების თარიღი: 2018-11-08.
  4. Democrat Kyrsten Sinema pulls ahead in razor-close Arizona Senate race. CBS News (2018-11-08). ციტირების თარიღი: 2018-11-13.
  5. Simon Romero. (2018-11-12) Kyrsten Sinema Declared Winner in Arizona Senate Race. The New York Times. ციტირების თარიღი: 2018-11-13.
  6. Eric Bradner. (2018-12-18) Martha McSally appointed to John McCain's Senate seat. CNN. ციტირების თარიღი: 2018-12-18.