A-10 Thunderbolt II
A-10 Thunderbolt II — ამერიკული ერთადგილიანი, ორ ძრავიანი, სწორ ფრთიანი მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც განავითარა კომპანიამ Fairchild-Republic ადრეულ 1970-იანებში. A-10 დაპროექტებული იქნა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მოთხოვნილებების შესაბამისად, რომელიც გულისხმობდა საჰაერო მხარდაჭერას ახლო მანძილზე (CAS), თავდასხმას ტანკებზე, დაჯავშნულ საბრძოლო მანქანებზე და სხვა სახმელეთო მიზნებზე. ეს იყო აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პირველი საბრძოლო თვითმფრინავი, დაპროექტებული ექსკლუზიურად საჰაერო მხარდაჭერისთვის ახლო მანძილიდან.[3]
A-10 Thunderbolt II | |
---|---|
ფუნქცია | მოიერიშე, საჰაერო მხარდამჭერი ახლო მანძილზე |
წარმოება | Fairchild-Republic |
კონსტრუქტორი | ალექსანდრე ქართველი |
პირველი გაფრენა | 10 მაისი, 1972 |
წარდგენა | მარტი, 1997 |
სტატუსი | აქტიური |
მომხმარებლები | აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები |
რაოდენობა | 716[1] |
ღირებულება | 11.8 მილიონი აშშ-ის დოლარი (საშუალოდ, 1994)[2] |
A-10–მა პირველი გაფრენა განახორციელა 10 მაისს, 1972 წელს. შეიარაღებაში მიიღეს 1976 წლის მარტში სრულყოფილად გამოშვებულია 716 ერთეული თვითმფრინავი. აღჭურვილია 2 х General Electric TF34-GE-100A ძრავით, რომელსაც (ორივეს ერთად) 4112 ც.ხ.ძ აქვს. შეიარაღებაში აქვს 1 х 30 მმ–იანი ქვემეხი GAU-8 Avenger 1350 ჭურვის მარაგით. სხვა შეიარაღება: BLU-1, BLU-27/B Rockeye II, AGM-65 Maverick, AIM-9 Sidewinder, LAU-68 Hydra, GBU-10 Paveway II, GBU-12 Paveway II. მისი დაპროექტებისას აქცენტი გაკეთდა გადარჩენის უნარიანობაზე, როგორც ძირითადი პრიორიტეტზე; გააჩნია დამცავი საშუალებები, რომელთა წყალობითაც თვითმფრინავი ახერხებს ფრენას მნიშვნელოვანი დაზიანებებითაც კი.
A-10-ის ოფიციალური სახელი მომდინარეობს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გამანადგურებლის სახელწოდებიდან: Republic P-47 Thunderbolt, თვითმფრინავი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნდა საჰაერო მხარდაჭერაში ახლო მანძილიდან. A-10 ცნობილია ასევე მეტსახელით Warthog ან უბრალოდ Hog.[4] როგორც მეორადი მისია, იგი ასრულებს საჰაერო სივრცის წინასწარ კონტროლს, რაც საშუალებას აძლევს სხვა თვითმფრინავებს, ზუსტად გაანადგურონ სახმელეთო სამიზნეები. ამ ამოცანის, როგორც ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად დაპროექტებული A-10-ებს ეწოდება OA-10.[5] აშშ ამ მოიერიშე თვითმფრინავის შეიარაღებაში დატოვებას და წარმოებას 2025 წლამდე აპირებს.
ტექნიკური მონაცემები
რედაქტირებაპარამეტრი | მნიშვნელობა | საზომი ერთეული |
---|---|---|
ეკიპაჟი | 1 | კაცი |
კრეისერული სიჩქარე | 560 | კილომეტრი საათში |
მაქსიმალური სიჩქარე | 706 | კილომეტრი საათში |
საბრძოლო რადიუსი | 460 | კილომეტრი |
ფრენის მანძილი | 2000 | კილომეტრი |
პრაქტიკული სიმაღლე | 13472 | მეტრი |
საბრძოლო სიმაღლე | 7620 | მეტრი |
სიგრძე | 16.26 | მეტრი |
სიმაღლე | 4.47 | მეტრი |
ფრთის გაქანი | 17.53 | მეტრი |
ფრთების ფართობი | 47.01 | მეტრი კვადრატში |
თვითმფრინავის წონა | 11321 | კილოგრამი |
მაქსიმალური დატვირთვა | 23000 | კილოგრამი |
ლიტერატურა
რედაქტირება- Jenkins, Dennis R. (1998). Fairchild-Republic A/OA-10 Warthog. North Branch, Minnesota: Specialty Press. ISBN 1-58007-013-2.
- Bell, Dana (1986). A-10 Warthog in Detail & Scale. Blue Ridge Summit, Pennsylvania: TAB Books. ISBN 0-8168-5030-5.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jenkins (1998), გვ. 42
- ↑ Operation Desert Storm: Evaluation of the Air Campaign, GAO/NSIAD-97-134 Appendix IV. დაარქივებული 2008-02-20 საიტზე Wayback Machine. U.S. General Accounting Office, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები, 12 ივნისი, 1997. წაკითხვის თარიღი: 5 მარტი, 2010.
- ↑ GAO-07-415: Tactical Aircraft, DOD Needs a Joint and Integrated Investment Strategy დაარქივებული 2010-06-14 საიტზე Wayback Machine. (PDF ვერსია)[მკვდარი ბმული]. US Government Accountability Office, აპრილი, 2007. წაკითხვის თარიღი: 5 მარტი, 2010.
- ↑ Jenkins (1998), გვ.4, უკანა მხარე
- ↑ Jenkins (1998), გვ. 63