კირსტენ სინემა
კირსტენ ლია სინემა (დ. 12 ივლისი, 1976; ინგლ. Kyrsten Lea Sinema) — ამერიკელი პოლიტიკოსი, უფროსი სენატორი არიზონას შტატიდან 2019 წლიდან. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი. 2013-19 წლებში წარმოადგენდა არიზონას შტატიის მე-9 საარჩევნო ოლქს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. სინემა აგრეთვე მოღვაწეობდა თავად არიზონას შტატის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში – 2004 წელს აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში, 2010 წელს კი სენატსი.
კირსტენ ლია სინემა | |
---|---|
ინგლ. Kyrsten Sinema | |
დაბადების თარიღი | 12 ივლისი, 1976 |
დაბადების ადგილი | ტუკსონი, არიზონას შტატი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | ბრიგამ იანგის უნივერსიტეტი[1] , არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] , არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] , არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] , Sandra Day O'Connor College of Law და Walton High School |
ეროვნება | ამერიკელი |
პარტია | დემოკრატიული (2004-დან) |
ჯილდოები | Time 100[2] |
sinema.senate.gov kyrstensinema.com | |
პოლიტიკური კარიერის დაწყებისას სინემა მწვანეების პარტიის აქტივისტი იყო, თუმცა 2004 წელს დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა. 2012 წლის არჩევენებში აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრად და ამგვარად ის გახდა პირველი ღიად ბისექსუალი პოლიტიკოსი და მეორე ღიად ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი, რომელიც კონგრესში აირჩიეს. კონგრესში არჩევის შემდეგ, სინემამ ცენტრიზმისკენ დაიწყო მოძრაობა, გაწევრიანდა კონსერვატორი დემოკრატების „ლურჯი ძაღლის კოალიციაში“ და პრობლემების მომგვარებელთა ორპარტიულ ჯგუფში, ჰქონდა „ზომიერი დემოკრატის“ ხმისმიცემის ისტორია.
2018 წლის სენატის არჩევნებში გაიმარჯვა – გახდა რესპუბლიკელი სენატორის, ჯეფ ფლეიკის სენატორი, დაამარცხ რესპუბლიკელი მარტა მაკსალი. გახდა პირველი ქალი, რომელიც არიზონადან აშშ-ის სენატში აირჩიეს.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაკირსტენ ლია სინემა დაიბადა არიზონას შტატ ქალაქ ტუკსონში, 1976 წლის 12 ივლისს,[3][4] მერლინ და დენ სინემას ოჯახებში. მამამისი პროფესიით იურისტი იყო. 16 წლის ასაკში სინემამ დაამთავრა უოლტონის სკოლა და 1995 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბრიგემ იანგის უნივერსიტეტში, 18 წლის ასაკში. 1995-2002 წლებში მუშაობდა სოციალურ მუშაკად არიზონას ქალაქ ფინიქსში,[5] 1999 წელს კი გახდა არიზონას შტატის უნივერსიტეტის მაგისტრი სოციალურ მუშაობაში. 2004 წელს არიზონას შტატის უნივერსიტეტის კოლეჯში მიიღო სამართლის დოქტორი და დაიწყო საადვოკატო საქმიანობა.[5] 2012 წელს აგრეთვე არიზონას შტატის უნივერსიტეტში მიიღო სამართლის სწავლების დოქტორის ხარისხი.[6]
პოლიტიკური მოღვაწეობა
რედაქტირებასინემამ პოლიტიკური კარიერა მწვანეების პარტიის აქტივისტის რანგში დაიწყო, სანამ 2004 წელს არიზონას შტატის დემოკრატიულ პარტიას არ შეუერთდა.
2000 წელს მუშაობდა მწვანეების პარტიის კანდიდატის, რალფ ნადერის საარჩევნო კამპანიაში. 2001 და 2002 წლებში კენჭს იყრიდა სხვადასხვა ადგილობრივ თანამდებობზე დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსით, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა.[7] 2002 წელს, „The Arizona Republic“-მა გამოაქვეყნა წერილი, სადაც კაპიტალიზმს აკრიტიკებს.
2004 წელს გაწევრიანდა აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაში. იმავე წელს აირჩიეს არიზონას მე-15 ოლქის წარმომადგენლად შტატის წარმომადგენელთა პალატაში. 2009 და 2010 წლებში სინემა იყო დემოკრატთა ფრაქციის – უმცირესობის ლიდერის დამხმარე.[8][9][10]
2010 წელს, აირჩიეს არიზონას შტატის სენატში. მან იმ წელს რესპუბლიკელი ბობ ტომასი დაამარცხა, ხმების 63 პროცენტით.[11]
2012 წელს აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრად, გადაირჩიეს ამავე პოსტზე 2014 და 2016 წლებში.
2018 წელს დაამარცხა რესპუბლიკელი მარტა მაკსალი და გახდა პირველი ქალი, რომელიც არიზონადან სენატში აირჩიეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- U.S. Senator Kyrsten Sinema official U.S. Senate website
- Kyrsten Sinema for U.S. Senate
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 http://bioguide.congress.gov/scripts/biodisplay.pl?index=S001191
- ↑ https://time.com/collection/100-most-influential-people-2022/6177677/kyrsten-sinema-leaders/
- ↑ „Phoenix Arizona Election Questionnaire for Congress, Kyrsten Sinema“. The Arizona Republic. ციტირების თარიღი: April 29, 2015.
- ↑ Roig-Franzia, Manuel. (January 2, 2013) Kyrsten Sinema: A success story like nobody else's. ციტირების თარიღი: September 12, 2018
- ↑ 5.0 5.1 Sinema biodata. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 16, 2008. ციტირების თარიღი: June 1, 2008.
- ↑ Project Vote Smart: Rep. Kyrsten Sinema. ციტირების თარიღი: June 1, 2008.
- ↑ Winger, Richard (ნოემბერი 13, 2012). „Kyrsten Sinema, Newly-Elected Arizona Congresswoman, Was Once a Green Party Nominee for Arizona Legislature“. Ballot Access News. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 22, 2012. ციტირების თარიღი: ნოემბერი 21, 2012.
- ↑ AZ State House 15 Race – Nov 02, 2004. ციტირების თარიღი: September 1, 2012.
- ↑ AZ State House 15 Race – Nov 07, 2006. ციტირების თარიღი: September 1, 2012.
- ↑ AZ State House 15 Race – Nov 04, 2008. ციტირების თარიღი: September 1, 2012.
- ↑ AZ State Senate 15 Race – Nov 02, 2010. ციტირების თარიღი: September 1, 2012.