მარგარეტ ფონ ტროტა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარგარეტ ფონ ტროტა (გერმან. Margarethe von Trotta; დ. 21 თებერვალი, 1942, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი, რომელიც „ახალი გერმანული კინოს“ (მასში ასევე თავს იყრიან ცნობილი გერმანელი რეჟისორები - ვერნერ ჰერცოგი, რაინერ უერნერ ფასბინდერი, ვიმ ვენდერსი და სხვ.) მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. [1] ფონ ტროტას ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ბიოგრაფიული ფილმები: „როზა ლუქსემბურგი“ (1986) და „ჰანა არენდტი“ (2013). მისი ფილმები კომპლექსური ქალი პერსონაჟებით ხასიათდება.

მარგარეტ ფონ ტროტა

ტროტა 2018 წელს
დაბადების სახელი მარგარეტ ფონ ტროტა
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1942
ბერლინი, გერმანია
აქტიური 1968-დღემდე
მეუღლე(ები)

იურგენ მულერი (1964-1968)

ვოლკერ შლონდორფი (1971-1991)

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მარგარეტ ფონ ტროტა 1942 წლის 21 თებერვალს ბერლინში, გერმანიაში დაიბადა. მამამისი, მხატვარი ალფრედ როლოფი მაშინ გარდაიცვალა, როცა ფონ ტროტა ჯერ კიდევ პატარა იყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მარგარეტ ფონ ტროტა, დედამისთან, ელისაბეტ ფონ ტროტასთან ერთად დიუსელდორფში გადავიდა. [2]

სკოლის დამთავრების შემდეგ ფონ ტროტამ პარიზში დაიწყო ცხოვრება, სადაც იგი აღმზრდელად მუშაობდა. ხშირად დადიოდა კინოში, ესწრებოდა კინოხელოვნებასთან დაკავშირებულ დისკუსიებს. სწორედ იქ მან გაიცნო ცნობილი გერმანელი რეჟისორები, მათ შორის რაინერ ვერნერ ფასბინდერი.

კინო-კარიერა

რედაქტირება

მალევე მან სცენარების წერა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო. 1960-იან წლებში დასავლეთ გერმანიაში დაბრუნდა, რათა უნივერსიტეტში ესწავლა. ამის შემდეგ იგი მიუნხენის სამსახიობო სკოლაში ჩაირიცხა. 1964 წელს ფონ ტროტა იურგენ მულერზე დაქორწინდა, ხოლო 1968 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.

 
ფონ ტროტა 2007 წელს

ფონ ტროტა თეატრში მსახიობად მუშაობდა. ასევე ჰქონდა როლი ფასბინდერის ფილმებშო: „ჭირის ღმერთებსა და „ამერიკელ ჯარისკაცში“. თამაშობდა ფრანც-იოსეფ სპიკერის, კლაუს ლემკეს, ვოლკერ შლონდორფისა და სხვების ფილმებში.

1969 წელს ფონ ტროტასა და ვოლკერ შლონდორფს კოლაბორაცია ჰქონდათ შლონდორფის ფილმისთვის, სახელწოდებით „კომბახელი ღარიბი ხალხის უცაბედი გამდიდრება“. ფონ ტროტა ფილმის თანასცენარისტი იყო. 1971 წელს ისინი დაქორწინდნენ.

შლონდორფის შემდეგ ფილმში, სახელწოდებით „თავისუფალი ქალი“, მარგარეტ ფონ ტროტა მთავარ როლს ასრულებს. ასევე არის ფილმის თანასცენარისტი.

1975 წელს, შლონდორფთან კოლაბორაციისას, გახდა თანარეჟისორი ფილმისა „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“. ფილმი გერმანელი ავტორის, ჰაინრიხ ბიოლის ნახევრადავტობიოგრაფიულ რომანზეა დაფუძნებული. იგი 1970-იანების გერმანული კინოს ყველაზე წარმატებული ფილმი გახდა, ხოლო ფონ ტროტამ და შლონდორფმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.

1977 წელს გამოვიდა მარგარეტ ფონ ტროტას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, „კრისტა კლაგესის მეორე გამოღვიძება“. ფილმის სცენარისტი, ფონ ტროტასთან ერთად, ლუისა ფრანსიაა. იგი მოგვითხრობს მიუნხენში, საბავშვო ბაღში მომუშავე მასწავლებლის შესახებ, რომელმაც ბანკი გაქურდა, რათა დღის ცენტრი დაეარსებინა.

ფონ ტროტას შემდეგი ფილმი, „დები, ანუ ბედნიერების ბალანსი“ (1979), ორი დის, მარიასა და ანას ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

1981 წელს გამოვიდა მისი შემდეგი ნამუშევარი, სახელწოდებით „მერიენი და ჯულიენი“, რომელშიც იგი ისევ დების თემას უბრუნდება. ფილმმა 1981 წელს ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი მოიპოვა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები; როგორც რეჟისორი

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1975 „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“ Die verlorene Ehre der Katharina Blum თანარეჟისორი
1978 „კრისტა კლაგესის მეორე გამოღვიძება“ Das zweite Erwachen der Christa Klages რეჟისორი, თანასცენარისტი
1979 „დები, ანუ ბედნიერების ბალანსი“ Schwestern oder die Balance des Glücks რეჟისორი, სცენარისტი
1981 „მერიენი და ჯულიენი“ Die bleierne Zeit რეჟისორი, სცენარისტი
1983 „სრული სიგიჟე“ Heller Wahn რეჟისორი, სცენარისტი
1986 „როზა ლუქსემბურგი“ Rosa Luxemburg რეჟისორი, სცენარისტი
1988 „სიყვარული და შიში“ Fürchten und Lieben რეჟისორი, სცენარისტი
1990 „აფრიკელი ქალი“ Die Rückkehr რეჟისორი, სცენარისტი
1993 „დიდხნიანი სიჩუმე“ Zeit des Zorns რეჟისორი, სცენარისტი
1995 „პირობა“ Das Versprechen რეჟისორი, სცენარისტი
2003 „როზენშთრასე“ Rosenstraße რეჟისორი, სცენარისტი
2006 „მე სხვა ქალი ვარ“ Ich bin die Andere რეჟისორი, სცენარისტი
2009 „ხედვა“ Vision – Aus dem Leben der Hildegard von Bingen რეჟისორი, სცენარისტი
2012 „ჰანა არენდტი“ Hannah Arendt რეჟისორი, სცენარისტი
2015 „უადგილო ადგილას დადგმული სამყარო“ Die abhandene Welt რეჟისორი, სცენარისტი
2017 „დაივიწყე ნიკის შესახებ“ Forget About Nick რეჟისორი, სცენარისტი
2018 „ინგმარ ბერგმანის ძიებაში“ Searching for Ingmar Bergman რეჟისორი; დოკუმენტური ფილმი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება