მარაე (მაორი ენაში, კუკის კუნძულების მაორიზე, ტაიტურში); მალა (ტონგანურში); მალაე (სამოურში და ჰავაიურში) — კომუნალური, წმინდა ადგილი, რომელიც გამოიყენებოდა რელიგიური და სოცილური საკითხებისთვის პოლინეზიელ ხალხებში. პოლინეზიურ ენებში ამ სიტყვას ასევე აქვს: სუფთა, ხეებისგან გაწმენდილი ადგილის მნიშვნელობაც.[1] ის წარმოადგენს მოსუფთავებულ მართკუთხა ადგილს, რომელიც შემოსაზღვრულია ქვის ან ხის სვეტებით (ამ ბოძებს ტაიტურსა და კუკის კუნძულების მაორიზე ეწოდება აუ) შესაძლებელია იყოს ტერასებიც (პაეპაე) საცერემონიო მიზნებისათვის და ცენტრალური ქვა რომელსაც ეწოდება აჰუ ან ა'უ. რაპანუის ხალხში აღდგომის კუნძულზე აჰუ ეწოდება მარაეს მთელ კომპლექსს.

ტაპუტაპუეტას მარაე, ქვეგისგან გაკეთებული ანტიკური მარაე კუნძულ რაიატეაზე, აღდგენილია 1994 წელს.

ზოგიერთ პოლინეზიურ ხალხში და განსაკუთრებით ახალ ზელანდიელ მაორებში მარაე არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. თუმცა ტროპიკული პოლინეზიის უმეტეს ნაწილში მარაები ან განადგურდა ან მიატოვეს XIX საუკუნეში ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, მიუხედავად ამისა ადგილები სადაც იყო მარაები დღემდე მიიჩნევა ტაბუდ. კუკის კუნძულებზე შენარჩუნებულია რამდენიმე მარაე (არაი-ტე-ტონგა, ვაეროტა, ტაპუტაპუატე) და გამოიყენება არიკის არჩევისას (პოლიტიკური ლიდერი ახალი ზელანდიის და კუკის კუნძულების მაორებში).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: