რაპანუი ან რაპა ნუი — ხალხი, აღდგომის კუნძულის ადგილობრივი, პოლინეზიური მოსახლეობა. უკიდურესი აღმოსავლეთპოლინეზიური კულტურა — რაპანუის ხალხი, აღდგომის კუნძულის მოსახლეობის 60%-ს შეადგენს, გარკვეული ნაწილი ასევე ცხოვრობს კონტინენტურ ჩილეში. ლაპარაკობენ რაპანუის ენაზე. 2002 წლის აღწერის მიხედვით, კუნძულის მოსახლეობა 3 304 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან თითქმის ყველა დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰანგა-როაში ცხოვრობს.

რაპანუი
Rapanui

რაპანუის ხალხის ტრადიციული ცეკვა
საერთო მოსახლეობა
5 682
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები რაპანუი, ესპანური
რელიგიები კათოლიციზმი

2011 წლის მონაცემებით, რაპანუის შემოსავლების ძირითად წყაროს ტურიზმი წარმოადგენს, რომელიც ძირითადად გიგანტური ქანდაკებების — მოაის ირგვლივ ფოკუსირდება. ასევე მოყავთ ზოგიერთი ხილი, ისიც ადგილობრივი გამოყენებისთვის.

რაპანუის ხალხი ყოველთვის იბრძოდა საკუთარ უფლებებზე კუნძულის მფლობელობის საკითხში და ნახევრად-დამოუკიდებლობისათვის. ადგილობრივების ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლები ჩილეური მმართველობის წინააღმდეგ, ჩილეს არმიის მხირდან ძალადობაში გადაიზარდა.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება