რაპანუი (ენა)
რაპანუი — აღმოსავლეთპოლინეზიური ენა, რომელზეც ლაპარაკობენ აღდგომის კუნძულზე.
რაპანუი Vananga rapa nui | |
გავრცელებულია | ჩილე (ძირითადად აღდდომის კუნძული) |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | დაახლოებით 4 650 |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ასტრონეზიული: |
დამწერლობის სისტემა | ლათინური |
ენის კოდები | ISO 639-2: rap ISO 639-3: rap |
აღდგომის კუნძული ჩილეს სპეციალურ ტერიტორიას წარმოადგენს. 2002 წლის აღწერის მიხედვით, კუნძულსა და კონტინენტურ ჩილეში, დაახლოებით 3 700 ეთნიკურად რაპანუი ცხოვრობს.[1] რაპანუი უმცირესობის ენაა და მასზე მოლაპარაკეები ასევე საუბრობენ ესპანურად. ბავშვების უმეტესობა ამჟამად ესპანურ ენაზე იზრდება, რაპანუიზე ლაპარაკს ისინი შემდეგში, ცხოვრებაში სწავლობენ.[2]
რაპანუის დამწერლობა ლათინურ ანბანს იყენებს.
რაპანუის ენა აღმოსავლეთპოლინეზური ენაა, რომელიც ასევე მოიცავს მარკიზულ და ტაიტურ ენებს. ენათა ოჯახში, მორფოლოგიურად ის ყველაზე ახლოსაა მარკიზულთან, მიუხედავად იმისა რომ ფონეტიკურად უფრო ბევრი საერთო აქვს ახალზელანდიურ მაორულ ენასთან. ორივე ენა, თანხმოვნების შენარჩუნების მხრივ შედარებით კონსერვატიულია სხვა აღმოსავლეთპოლინეზიურ ენებთან შედარებით, რომლებმაც ისინი დაკარგეს.
სხვა პოლინეზიური ენების მსგავსად, რაპანუის ძალიან ცოტა თანხმოვანი აქვს. აღმოსავლეთპოლინეზიურ ენებში რაპანუი უნიკალურია იმით, რომ მან შეინარჩუნა თავდაპირველი პროტო-პოლინეზიურის გლოტალური კავშირი.
რაპანუის ენის შესახებ ბოლო დროს გამოცემული ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია ვერონიკა დიუ ფეის რაპანუი (გრამატიკის აღწერა) (ISBN 0-415-00011-4).
ძალიან ცოტაა ცნობილი ამ ენის ევროპელებთან კონტაქტამდელი წარსულის შესახებ. მისი ლექსიკის უდიდესი ნაწილი გადმოსულია პროტო-აღმოსავლეთპოლინეზიურიდან. ტაიტურიდან მასიურად დასესხების გამო, ახლა ბევრი სიტყვის ორი ფორმა არესებობს, რაც ადრეულ ენაში ერთი სიტყვით გამოისახებოდა. მაგალითად, ტაიტური ite-ს გვერდით არსებობს ორიგინალი tike‘a (ხედვა); ორივე მათგანი მომდინარეობს პროტო-აღმოსავლეთპოლინეზიური kite‘a-დან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Old Rapa Nui dictionary (Internet Archive version from 2007-10-16)
- Rapa Nui Swadesh vocabulary list დაარქივებული 2012-11-13 საიტზე Wayback Machine. (Wiktionary)
- Rapa Nui words from the Austronesian Basic Vocabulary Database დაარქივებული 2011-08-12 საიტზე Wayback Machine.
- Rapa Nui legends and traditions, both in Rapa Nui and in English, also from Rongorongo.org
- Easter Island Foundation's Rapa Nui Glossary დაარქივებული 2006-04-05 საიტზე Wayback Machine.
- Miki Makihara (Queens College), has several papers on contemporary Rapa Nui language and language revival efforts დაარქივებული 2006-09-15 საიტზე Wayback Machine.
- Rapanui glossary დაარქივებული 2006-04-05 საიტზე Wayback Machine.
- Audio for You Can Be God's Friend! (Brochure on mp3) დაარქივებული 2012-03-07 საიტზე Wayback Machine. (ZIP file)