მანჩი ( უნგრ. Mancs, დ. 1994, მიშკოლცი, უნგრეთი — გ. 22 ოქტომბერი, 2006, მიშკოლცი, უნგრეთი) — გერმანული ნაგაზი, "სპაიდერის" ,სამაშველო სამსახურის ძაღლი უნგრეთის ქალაქ მიშკოლციდან. "მანჩი" უნგრულ ენაზე ნიშნავს თათს.

მანჩი (ძაღლი)

მანჩის სკულპტურა მიშკოლცში
სახელი დაბადების დროს უნგრ. Mancs
სახეობა ძაღლი (ლათ. )
ჯიში გერმანული ნაგაზი
სქესი მამალი
დაბადების თარიღი 1994
დაბადების ადგილი მიშკოლცი, უნგრეთი
დაღუპვის თარიღი 2006 (12 წლის)
დაღუპვის ადგილი მიშკოლცი, უნგრეთი
ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
მესაკუთრე ლასლო ლეჰოცკი
ჯილდო(ები) ძეგლი მიშკოლცში
ცნობილია როგორც მაშველი ძაღლი
ყვავილები მანჩის ძეგლთან

ბიოგრაფია

რედაქტირება

მანჩი (ან როგორც მას უწოდებდნენ — მანჩი სატანა ) დაიბადა 1994 წელს ძვლოვანი ქსოვილის განვითარების პათოლოგიით, ამიტომ სხვა ძაღლებთან თამაში არ შეეძლო. ადრეული ასაკიდანვე ატარებდა სპეციალურ თასმებს. მანჩი გაგზავნეს სამძებრო-სამაშველო ძაღლების სკოლაში, სადაც ის თავის ოთხფეხა მეგობრებზე უკეთესად ასრულებდა სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებულ დავალებებს. [1] ცხოველს ჰქონდა უნარი ეპოვა ადამიანები, რომლებიც გადაურჩნენ მიწისძვრას ან აფეთქებას, მაგრამ ვერ გამოდიოდნენ ნამსხვრევების უზარმაზარი გროვიდან, რომლის ქვეშაც იმყოფებოდნენ; მას ასევე შეეძლო მაშველებისთვის სიგნალის მიცემა: თუ ადამიანი ცოცხალი იყო, კუდს აქიცინებდა და ყეფდა, თუ დაღუპული — მიწაზე წვებოდა.

მანჩის მფლობელი ლასლო ლეჰოცკი, ასევე მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციებში 2001 წელს მიწისძვრებით დაზარალებულ ელ სალვადორსა და ინდოეთში, ასევე ეგვიპტეში, კოლუმბიაში, ვენესუელასა და იტალიაში. 1999 წელს, მანჩიმ დიდი როლი შეასრულა სამი წლის გოგონას, ჰატირა კაპლანის პოვნასა და გადარჩენაში, რომელიც 82 საათის განმავლობაში დანგრეული იზმიტის ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდა. 2004 წლის დეკემბერში, ქალაქ მიშკოლცში, მდინარე სინვასა და სინვას მოედანს შორის, დაიდგა მაშველი მანჩის ძეგლი ბორბალა სანიას ავტორობით. ძეგლთან დღემდე ყვავილები მიაქვთ, ტურისტები კი ძაღლის სკულპტურას ცხვირზე ხელს უსვამენ წარმატების მოტანის იმედით.[2]

2006 წლის 22 ოქტომბერს 12 წლის მანჩი დაიღუპა პნევმონიით. [3] 2015 წელს მაშველებმა მიიღეს ჯილდო ევროპარლამენტისგან სიცოცხლის გადარჩენაში გაწეული 20 წლიანი მუშაობისთვის. 1999 წელს გადარჩენილი ხატირა კაპლანი დაესწრო დაჯილდოების ცერემონიას, შემდეგ ეწვია მიშკოლცს და მოინახულა მანჩის ქანდაკება.[4][5]

მანჩი კულტურაში

რედაქტირება

ჟურნალში Dialectical Anthropology, მელინდა კოვაქსმა გააშუქა მაშველებისა და ნაგაზი ძაღლის მანჩის წარმატებული საქმიანობა, რითაც დაადასტურა უნგრეთის მზადყოფნას დაეხმაროს სხვა ქვეყნებს საგანგებო სიტუაციებში .2014 წელს გამოვიდა ფილმი "მანჩი", რეჟისორი რობერტ ადრიან პიუ. ფილმი მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაფუძნებული რეალურ მოვლენებზე, ამიტომ კრიტიკოსებმა არ მოიწონეს ფილმი ნაჩვენები მოვლენების არასანდოობის გამო, თუმცა მაინც აღნიშნეს, რომ შესანიშნავია ფილმია ოჯახურ გარემოში საყურებლად. 2015 წელს ფილმმა გაიმარჯვა შლინგელის საერთაშორისო კინოფესტივალზე, გერმანიაში, კემნიცში. გერმანიაში ეკრანებზე გავიდა სათაურით "მიკა — შენი საუკეთესო მეგობარი, ნამდვილი გმირი" ( გერმ. Mika – Dein Bester Freund ein grosser Held! ).

  1. Венгрия. Мишкольц. Памятник псу Манч Сатана (რუსული)
  2. Under the rubble – An interview with Lás.zló Lehóczki (უნგრ.)
  3. News about his death
  4. Melinda Kovács, Gazing 'There and Back Again': Bilateral Relations as Constructions of Hungarian Identity in the Press, Dialectical Anthropology 27: 297–312, 2003, pages 306 & fn.29
  5. Communication of the European Parliament concerning the European Citizen's Prize — CIVI EUROPAEO PRAEMIUM (2015/C 217/03) listed as Miskolci Speciális Felderítő és Mentőcsoport, Miskolc Special Search and Rescue Team