მანფრედ ფონ რიხტჰოფენი

(გადამისამართდა გვერდიდან მანფრედ ფონ რიხტჰოფენი (წითელი ბარონი))

ბარონი მანფრედ ალბრეხტ ფონ რიხტჰოფენი (გერმ.: Manfred Albrecht Freiherr von Richthofen) (დ. 2 მაისი, 1892, ბრესლაუ, გერმანიის იმპერია — გ. 21 აპრილი, 1918, ვო-სიურ-სომი, საფრანგეთი) — ლეგენდარული გერმანელი მფრინავი პირველ მსოფლიო ომში. იგი ამ ომის ყველაზე წარმატებული პილოტი იყო. მეტსახელი წითელი ბარონი მან ომის შემდეგ თავისი წითლად შეღებილი თვითმფრინავის გამო მიიღო. ამ სახელით იგი პირველად ერთ-ერთ ინგლისურ წიგნში იქნა მოხსენიებული. ომის პერიოდში ფრანგები მას „წითელ ეშმაკს“ (ფრანგ.: Le Diable Rouge) ეძახდნენ.

მანფრედ ფონ რიხტჰოფენი

დაბადების თარიღი 2 მაისი, 1892
დაბადების ადგილი ბრესლაუ, გერმანიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 21 აპრილი, 1918
გარდაცვალების ადგილი ვო-სიურ-სომი, საფრანგეთი
ჯარის სახეობა Imperial German Air Service და სამხედრო კავალერია
წოდება cavalry master
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
ჯილდოები ორდენი „დამსახურებისათვის“, Military Merit Cross III. Class, წითელი არწივის მე-3 ხარისხის ორდენი, რკინის გვირგვინის ორდენი, მფრინავი-ასი[1] , War Merit Cross (Brunswick), Hanseatic Cross, War Merit Cross (Lippe), General Honor Decoration, Military Merit Cross, Order of Bravery, Gallipoli Star, Liakat Medal და Imtiyaz Medal

ბიოგრაფია

რედაქტირება

1917 წელს, რიხტჰოფენმა მეთექსვმეტე მოწინააღმდეგე ჩამოაგდო და იგი გერმანიის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი დააჯილდოვეს (Pour le Mérite). თებერვალში მას მიანდეს Jasta 11–ესკადრილიის მეთაურობა, ამ ესკადრილიაში ბევრი განთქმული მფრინავი მსახურობდა მაგალითად: ერნესტ უდეტი. მათ ბრძოლის დროს ერთმანეთის გარჩევა იმით შეეძლოთ, რომ მათი თვითმფრინავები ძირითადად წითელი ფერისგან შედგებოდა, ხოლო თვითონ რიხტჰოფენის ფოკერი კი სრულად წითელი ფერის იყო. ესკადრილია Jasta 11–ის მფრინავების შემადგენლობას ფრონტთან ახლოს კარვებში ეძინათ, ეს იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში უფრო მალე აფრენილიყვნენ ცაში და სწრაფად განეხორციელებინათ თავდასხმა თუ დახმარება, სწორედ ამიტომ მათ „მფრინავი ცირკი“ შეარქვეს.

რიხტჰოფენის მეთაურობით ესკადრილია წარმატებულად მოღვაწეობდა, განსაკუთრებით წარმატებული იყო 1917 წლის აპრილი, ხოლო ამ წელს ინგლისელმა მფრინავება „სისხლიანი აპრილი“ უწოდეს, რადგან მხოლოდ რიხტჰოფენმა 22 მოწინააღმდეგე ჩამოაგდო. 6 ივნისს ის მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე კვირა არ მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, მას თავში ჰქონდა ჭრილობა, რამაც საბოლოოდ ცუდ შედეგამდე მიიყვანა, მას ხშირად სტკიოდა თავი და თვლიან, რომ მისი ხასიათიც შეიცვალა. გამოჯანმრთელების შემდეგ მას მიანდეს 1 საავიაციო დანაყოფი, რომელიც შედგებოდა შემდეგი ესკადრილიებისაგან: Jasta 4, 6, 10 და 11.

1918 წელს, რიხტჰოფენი ისეთი ლეგენდარული მფრინავი იყო, რომ გერმანიის მთავრობას შიშობდა მისი სიკვდილის შემთხვევაში მებრძლებში საბრძოლო სულისკვეთება არ დაცემულიყო.[2] მას შესთავაზეს პენსიაზე გასვლა, მაგრამ მან უარი განაცხადა და თქვა, რომ მისი ვალია ჰაერიდან დაიცვას მიწაზე მებრძოლი ჯარისკაცები, რომლებსაც არა აქვთ ასეთი არჩევანის საშუალება.[3]

მანფრედმა სასიკვდილო ჭრილობა 1918 წლის 21 აპრილს დაახლოებით დილის 11 საათზე მორლანკორტის ქედზე ფრენისას მდინარე სომესთან მიიღო (49°56′00″ ჩ. გ. 2°32′43″ ა. გ. / 49.9335000° ჩ. გ. 2.5454750° ა. გ. / 49.9335000; 2.5454750). ის დაბალ სიმაღლეზე ახორციელებდა კანადელი ასის ვუპ მაის დევნას.[4] დევნისას მას ერთი ტყვია მოხვდა, რომელმაც გული და ფილტვები დაუზიანა, მიუხედავად ამისა სიკვდილამდე თვითმფრინავის დასმა მოახერხა.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო გამოკვლევები და ზოგი მეცნიერი თვლიდა, რომ მას არ ჩამოუგდია 80 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ გერმანელების მოგონილი იყო, მაგრამ გამოკვლევა–გამოძიებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინგლისელი მეცნიერი ნორმალ ფრენკსი დოკუმენტური ფაქტებით დაამტკიცა, რომ მას დაახლოებით 84 მოწინააღმდეგე ჰყავს ჩამოგდებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Grey, Peter and Owen Thetford. German Aircraft of the First World War. London: Putnam, 2nd ed., 1970. ISBN 0-933852-71-1.
  • Guttman, Jon. Pusher Aces of World War 1 (Aircraft of the Aces #88). Oxford, UK: Osprey Publishing Co, 2009. ISBN 978-1-84603-417-6.
  • Kilduff, Peter. The Red Baron: Beyond the Legend. London: Cassell, 1994. ISBN 0-304-35207-1.
  • McAllister, Hayden, ed. Flying Stories. London: Octopus Books, 1982. ISBN 0706417348.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  2. Burrows 1970, p. 152.
  3. Burrows 1970, p. 163.
  4. McAllister 1982, p. 63.