მფრინავი-ასი
მფრინავი-ასი — საჰაერო ბრძოლების დიდოსტატი. პირველად ეს ტერმინი გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დროს იმ პილოტების მიმართ, რომლებიც ფლობდნენ პილოტირების ხელოვნებას და რომელთა ანგარიშზეც იყო მოწინააღმდეგის მინიმუმ 5 თვითმფრინავის ჩამოგდება.
ავიაციის ისტორიაში საუკეთესო ასად 352 გამარჯვებით ითვლება გერმანელი ერიხ ჰარტმანი. ნაცისტური გერმანიის 104-მა პილოტმა ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 100 და მეტი თვითმფრინავი, ხოლო 34 გერმანელი ასის პირად ანგარიშზეა 150 და მეტი თვითმფრინავი (საერთო რაოდენობა - 6582). სხვა ქვეყნის ასებს შორის გამოირჩევა ფინელი ილმარი იუტილაინენი, რომლის ანგარიშზეც მოწინააღმდეგის 94 თვითმფრინავია. საბჭოთა კავშირის საუკეთესო ასად ითვლება ივან კოჟედუბი, რომელმაც 64 თვითმფრინავი ჩამოაგდო.
საუკეთესო ასები
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომი
რედაქტირება- გერმანია — მანფრედ ფონ რიხტჰოფენი (80)
- საფრანგეთი — რენე ფონკი (75)
- დიდი ბრიტანეთი — ედუარდ მენოკი (61)
მეორე მსოფლიო ომი
რედაქტირება- გერმანია — ერიხ ჰარტმანი (352)
- იაპონია — ჰიროიოში ნისიძავა (104)
- ფინეთი — ილმარი იუტილაინენი (94)