მანოკვარი

სოფელი ინდონეზიაში

მანოკვარი (ინდონ. Manokwari) — ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ ახალ გვინეაზე, ინდონეზიის პროვინციის დასავლეთ პაპუის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს ჩენდრავასიჰის ნახევარკუნძულზე წყნარ ოკეანესთან, ჩენდრავასიჰის სრუტიდან დასავლეთით.

ქალაქი
მანოკვარი
ინდონ. Manokwari
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პროვინცია დასავლეთი პაპუა
კოორდინატები 0°52′00″ ს. გ. 134°05′00″ ა. გ. / 0.86667° ს. გ. 134.08333° ა. გ. / -0.86667; 134.08333
დაარსდა 1868
ფართობი 18,7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 37
მოსახლეობა 136 302 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+9
მანოკვარი — ინდონეზია
მანოკვარი

ქალაქი იმითაა ცნობილი, რომ მისგან დაიწყო კუნძულ ახალი გვინეის გაქრისტიანება. ზუსტად მანოკვარში 1855 წლის 5 თებერვალს გემ «ტერნატეთი» ჩამოვიდნენ ღვთისმეტყველები კარლ ოტო და იოჰან გეისლერი. ამ მოვლენის სამახსოვროდ ყოველწლიურად 5 თებერვალს ტარდება დიდი დღესასწაული, რომელზეც ჩამოდიან დელეგაციები მთელი პაპუიდან და მიმდებარე კუნძულებიდან.

კოლონიალურ ეპოქაში მანოკვარი იყო ახალი გვინეის დედაქალაქი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი დაიკავა იაპონიის ჯარმა (1942 წელი), ნიდერლანდელი ჯარისკაცები დაიმალნენ ტყეებში და აწარმოებდნენ პარტიზანულ ომს კიდევ ორ წელიწად ნახევარი.

2009 წლის დასაწყისში ქალაქის შემოგარენში მოხდა მიწისძვრა 7.6 ბალის სიმძლავრით, მაგრამ ცუნამის საფრთხე არ ყოფილა.

ეკონომიკა

რედაქტირება

ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ კაკაო, ხილი, ქოქოსი; მიმდინარეობს ხე-ტყის დამზადება, პორტის მეშვეობით გააქვთ კაკაო, კოპრა, ხე-ტყე. ქალაქს ემსახურება «რენდანის» აეროპორტი.

ქალაქს სტუმრობენ ტურისტები, ძირითადი ღირსშესანიშნაობებია — გუნუნგ მეჯა პარკი, ანგის ტბა, ამბანის საპლაჟო ზონა, არფაკის ბუნებრივი ნაკრძალი.

განათლება

რედაქტირება

ქალაქში არსებობს 2000 წელს დაარსებული ნეგერი პაპუას უნივერსიტეტი.