მანოვო-გუნდა-სენ-ფლორის ეროვნული პარკი

მანოვო-გუნდა-სენ-ფლორის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national du Manovo-Gounda St. Floris) — ეროვნული პარკი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბამბინგი-ბანგორანის პრეფექტურაში, ჩადის საზღვართან. იუნესკოს სიაში ის 1988 წელს შევიდა, როგორც სიცოცხლის მრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორია. აღსანიშნავი სახეობებია: შავი მარტორქა, სპილოები, ავაზები, ლეოპარდები, აფთრისებრი ძაღლები, წითელშუბლა გაზელები და კამეჩები. მაგრამ პარკი საფრთხის ქვეშაა, რადგან ველური ბუნების კვდომის გამო ცხოველებიც ისპობიან. ველური ბუნების გადარჩენის მიზნით ამოქმედებულია გარკვეული პროგრამები.

მანოვო-გუნდა-სენ-ფლორის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ავაზა
ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 9°00′00″ ჩ. გ. 21°30′00″ ა. გ. / 9.00000° ჩ. გ. 21.50000° ა. გ. / 9.00000; 21.50000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1988  (მე-12 სესია)
ნომერი 475
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 475
ინგლ.რუს.ფრ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება