მანიემის პროვინცია
მანიემის პროვინცია (ფრანგ. Maniema) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში. დასავლეთიდან მას ესაზღვრება სანკურუს პროვინცია, ჩრდილოეთიდან ჩოპოს პროვინცია, აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთი კივუს და სამხრეთი კივუს პროვინციები და სამხრეთიდან ლომამის და ტანგანიიკის პროვინციები.
პროვინცია | |
---|---|
მანიემის პროვინცია ფრანგ. Maniema | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ადმ. ცენტრი | კინდუ |
კოორდინატები | 2°57′00″ ს. გ. 25°57′00″ ა. გ. / 2.95000° ს. გ. 25.95000° ა. გ. |
ფართობი | 132 250 კმ² |
მოსახლეობა | 1 246 787 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 9,43 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 |
გეოგრაფია
რედაქტირებამანიემის პროვინციის საერთო ფართობი შეადგენს 132 250 კმ²-ს. პროვინციაში ცხოვრობს 1 246 787 ადამიანი (მოსახლეობის სიმჭიდროვე — 9,43 ად./კმ²). მანიემის პროვინციის ტერიტორიაზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიედინება მდინარე კონგო (ლუალაბა). ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი კინდუ (ამასთან ერთად ქალაქი ბოლო სადგურია სარკინიგზო ხაზისა, რომელიც ერთმანეთთან აერთებს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილს აფრიკის სამხრეთი ნაწილის სარკინიგზო ქსელთან).
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნეში პროვინცია კივუს (ფრანგ. Kivu) სახელით იყო ცნობილი, შემდგომში 1988 წელს დაიყო სამ ნაწილად და დღეისათვის მის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი პროვინცია — მანიემის, ჩრდილოეთი კივუს და სამხრეთი კივუს პროვინციები. 2005 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, რომელიც შეეხო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციულ დაყოფას, მანიემის პროვინციის საზღვრები არ შეცვლილა.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაეკონომიკა
რედაქტირებაიმის გამო, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, მანიემის პროვინციაში აწარმოებენ ვოლფრამის, ტანტალის (კონკრეტულად კოლუმბიტ-ტანტალიტი), კალის (ქალაქ კალიმაში[1]) და ოქროს მოპოვებას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Symetain tin mine. Near Kalima, Congo (Democratic Republic). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-10.