ტანგანიიკის პროვინცია

ტანგანიიკის პროვინცია (ფრანგ. Tanganyika) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კალემიე. ახალი ადმინისტრაციული დაყოფა, რომლითაც ქვეყანა შედგება 26 პროვინციისაგან, გამყარებულია 2006 წლის კონსტიტუციით, მაგრამ 2010 წლის ბოლოსათვის იგი ჯერ კიდევ რატიფიცირებული არ იყო და არ იყო ძალაში შესული[2]. საბოლოოდ იგი 2015 წელს შეიქმნა ტანგანიიკის რაიონისაგან, რომელიც ადრე შედიოდა კატანგის ყოფილ პროვინციაში.

პროვინცია
ტანგანიიკის პროვინცია
ფრანგ. Tanganyika
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი კალემიე
კოორდინატები 6°41′24″ ს. გ. 28°04′12″ ა. გ. / 6.69000° ს. გ. 28.07000° ა. გ. / -6.69000; 28.07000
მმართველი Julie Ngungwa[1]
ფართობი 134 940 კმ²
მოსახლეობა 2 482 009 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 18,39 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+02:00
ოფიციალური საიტი http://tanganyika.gouv.cd/

გეოგრაფია

რედაქტირება

პროვინციას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ტანგანიიკის ტბა. ტექნიკურად ის მდებარეობს ტანზანიის და ზამბიის საზღვარზე. ადმინისტრაციული ცენტრი კალემიე ასევე მდებარეობს ტბაზე.

ტერიტორია, რომელზეც ჩამოყალიბებული იყო პროვინცია, 1960 წლამდე შედიოდა ბელგიის კონგოს შემადგენლობაში. კატანგის ტერიტორია, და კერძოდ, ტანგანიიკის პროვინცია, განსაკუთრებით მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ ტერიტორიაზე შეიქმნა დამოუკიდებელი კატანგის სახელმწიფო. 1961 წელს აქ მოხდა ლუბას ხალხის აჯანყება ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ. 1961 წელს ტანგანიიკა ხელმეორედ დაიპყრო კატანგის სახელმწიფომ და იმავე წელს კინშასის ცენტრალურმა ხელისუფლებამ. 1962 წლის 11 ივლისიდან 1966 წლის 28 დეკემბრამდე თანამედროვე ტანგანიიკა იყო ჩრდილოეთ კატანგის თვითმმართველი პროვინცია, მაგრამ შემდგომში მობუტუ სესე სეკოს ხელისუფლებამ იგი შეიყვანა კატანგის პროვინციის შემადგენლობაში.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება