მანები (ლათ. Manes) — გარდაცვლილთა გაღმერთებული სულები. რომაული რელიგიის მიხედვით ისინი თავიდან საიქიოს ღვთაებად ითვლებოდნენ, შემდგომში კი, თითქოს, თავიანთ გვარსა და ოჯახს მფარველობდნენ. მანებს ნათესავსები სწირავდნენ წყალს, ღვინოს, რძეს, შავი ცხვრის [[სისხლი|სისხლს], ღორებს, ხარებს და სხვა., ხოლო უძველეს დროში — კატასაც კი.

მანებისადმი მიძღვნილი დღესასწაული იმართებოდა 1321 თებერვალს. ამ დღეებში ყველა ტაძარი დაკეტილი იყო და მოქალაქეებს ქორწინება ეკრძალებოდათ. პალანციუმის ბორცვზე იყო მანებისადმი განკუთვნილი ქვებით დახურული განსაკუთრებული ფორმის ორმო (მანების საცხოვრებელი). წელიწადში სამჯერ (24 აგვისტოს, 5 ოქტომბერს და 8 ნოემბერს) ქვებს გამოალაგებდნენ. მენების მუდმივ, საერთო საცხოვრებლად მიწისქვეშეთი მიაჩნდათ და ამიტომ პოეტები მანად ხშირად მიწისქვეშა სამყაროს (ჰადესს, საიქიოს) მოიხსენიებდნენ ხოლმე. [1]


  1. ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 184 - თბილისი, „განათლება“, 1972.