მანგობეი (Cercocebus) — ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 50-60 სმ, კუდისა — 75-90 სმ აღწევს. აქვთ გრძელი კიდურები, თითებს შორის ტყავისებრი აპკი, საკმაოდ დიდი ლოყისუკანა პარკები. ზოგ მანგობეის თავზე ქოჩორი აქვს. გვარში 5 სახეობაა, გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ბინადრობენ ტყეებში, უმთავრესად ხეებზე. ცხოვრობენ 20-40 ინდივიდისაგან შემდგარ ჯგუფებად.

მანგობეი
Cercocebus atys
Cercocebus atys
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ქვერიგი:  ცხვირვიწრო მაიმუნები
ოჯახი:  ანთრისებრნი
გვარი:  მანგობეი
ლათინური სახელი
Cercocebus

ლიტერატურა რედაქტირება