მანასი
მანასი (ყირგ. Манас) — ყირგიზი ხალხის გმირული ეპოსი, რომელიც შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში და ასევე გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე დიდი მოცულობის ეპოსი მსოფლიოში.[1]
„მანასი“ | |
---|---|
ყირგ. Манас | |
| |
ავტორი | ყირგიზები |
ქვეყანა | ყირგიზეთი |
ენა | ყირგიზული ენა |
ჟანრი | ეპოსი |
გამოცემის თარიღი | 1885 (პირველი გამოცემა) |
ეპოსი სამ ნაწილიანია. მის ძირითად შინაარსს მანასის გმირობები შეადგენს.
კლასიკურად ითვლება ს. ოროზბაკოვისა[2] და ს. კარალაევის ვერსიები.[3] ოროზბაკოვისგან მკვლევარებმა 1920-იან წლებში ჩაწერეს მხოლოდ ნაწილი თავად მანასის ისტორიებისა (დაახლოებით 19 ათასი სტრიქონი), კარალაევისგან ჩაიწერეს მთელი ტრილოგია (937 ათასი სტრიქონი)[4]
გარდა ამ ვერსიებისა, მკვლევარები აღიარებენ „მანასის“ ნაწილების სხვა მნიშვნელოვან ვერსიებსაც, რომლებიც ჩაწერილია სხვადასხვა მთქმელებისაგან (ტოგოლოკა მოლდო, მოლდობასან მუსულმანკულოვი, შაფაქ რისმენდეევი, ბაგიშ საზანოვი და სხვა).
ყველაზე ცნობილია ყირგიზი სახალხო მთქმელის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, ჟუსუპ მამაის ვერსია, რომელშიც ეპოსის 8 ნაწილი დაახლოებით 200 ათას სტრიქონს იკავებს და 18 ტომად გმოქვეყნდა ურუმჩიში 1984-2007 წლებში,[5] შემდეგში, 2014-2018 წლებში, ყირგიზეთშიც სრულად დაიბეჭდა.[6]
ეპოსის ისტორია
რედაქტირებატრადიცია ეპოსის წარმოშობას უკავშირებს ლეგენდარულ ეპოქას და პირველ შემსრულებლად თავად მანასის თანამედროვეს ასახელებს, რომელმაც გმირის დაკრძალვაზე უგალობა მის გმირობებს. ცნობილია ასევე სხვა მთქმელების და ასევე XIX საუკუნის შემსრულებლების სახელები, რომელთა შემოქმედება არ არის ჩაწერილი.[7]
თანამედროვე მკვლევარები ეპოსის აღმოცენების პერიოდის შესახებ ვერ შეთანხმდნენ საერთო ვერსიაზე. იყო ჰიპოთეზები, რომ საფუძველი დაკავშირებულია XIX საუკუნის ყირგიზეთის ისტორიასთან. „მანასის“ პირველი მოხსენიება XVI საუკუნეს მიეკუთვნება. ნახევრადფანტასტიკურ თხზულებაში მანასი ნაჩვენებია, როგორც ისტორიული პიროვნება, რომელიც რეალურად არსებულ თოხთამიშთან, ხორეზმშაჰთან, ალაადინ მუჰამად II-ესთან ერთად მოქმედებს.
შინაარსი და სიუჟეტი
რედაქტირებამანასმცოდნეობა
რედაქტირებამანასმცოდნეობა ცალკე კვლევითი მიმართულებაა ყირგიზმცოდნეობის შემადგენლობაში. ის მეცნიერულად იკვლევს ეპოსს. მანასის მეცნიერული კვლევა დაიწყო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩოქან ვალიხანოვმა და ვასილი რადლოვმა. ვალიხანოვმა ჩაწერა ერთ-ერთი ეპიზოდი და 1856 წელს ნაწილობრივ თარგმნა რუსულ ენაზე.
2014 წელს დასრულდა გრანდიოზული სამუშაოები ეპოსის ს. ოროზბაკოვის ვარიანტის აკადემიური გამოცემის 9 ტომეულზე, რომელიც 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოცემა, რომელიც მოამზადა ყირგიზეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, 183 ათას სტრიქონს მოიცავდა ცნობილი ყირგიზი გმირის ცხოვრებიდან. წიგნის ტექსტზე ყირგიზეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მკვლევარი-მანასმცოდნე სამირ მუსაევი მუშაობდა. ახსნა–განმარტებებზე გამოჩენილი მანასმცოდნეები კენეშ კირბაშევი, ესენალი აბდილდაევი და რაიკულ სარილბეკოვი.[8]
ეპოსის 1000 წლისთავი
რედაქტირება1994 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ეპოსის 1000 წლისთავის საყოველთაო აღნიშვნისთვის. დღესასწაული გაიმართა 1995 წელს, რომლის ძირითადი ღონისძიებები თალასში (თალასის ოლქი, ყირგიზეთი) ჩატარდა. საიუბილეოდ გამოვიდა სამახსოვრო ოქროს ორდენი „მანასი-1000“ და სამახსოვრო ოქროს მედალი.
გავლენა
რედაქტირება- ყირგიზეთში და საბჭოთა კავშირში გამოცემულია საფოსტო მარკები მანასის გამოსახულებით
- ბიშკეკში და სხვა ქალაქებში (მოსკოვი, უზგენი, ოში და სხვა) დგას მანასისადმი მიძღვნილი ძეგლები.
- ეპოსის სახელი მინიჭებული აქვს უნივერსიტეტს, აეროპორტს, სტადიონს, კინოთეატრს, ტბებს, ქუჩებს და სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებას ყირგიზეთში და მის ფარგლებს გარეთ.
- ყირგიზეთში დაწესებულია უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო „მანასის ორდენი“.
- მანასის სახელი უწოდეს ასტეროიდს (3349), რომელიც საბჭოთა ასტრონომმა, ნ. ჩერნიხმა 1979 წელს აღმოაჩინა
გალერეა
რედაქტირება-
მანასის ქანდაკება ბიშკეკში
-
„მანასის ორდენი“
-
ყირგიზეთის საფოსტო მარკა
-
სსრკ-ს საფოსტო მარკა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Кыргызский эпос «Манас». Прозаический и стихотворные варианты эпической трилогии, текст эпоса на кыргызском языке
- Б. М. Юнусалиев. Кыргызский героический эпос «Манас». На сайте «Новая литература Кыргызстана»
- Эпос «Манас» в исполнении Саякбая Каралаева
- Ибраев К. Жусуп Мамай — последний великий кыргызский сказитель-манасчы из китайского Синьцзяна დაარქივებული 2017-10-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Longest poem ever published. ციტირების თარიღი: 2023-05-02
- ↑ изложение см.: Манас. Кн. 1. М., 1984. С. 444—457
- ↑ изложение части о Манасе см.: Манас. Кн. 1. М., 1984. С. 457—467
- ↑ 500 553 стиха согласно К. Райхлу (Тюркский эпос. М., 2008. С. 76); также называется цифра в 416 744 строки (Примечания А. А. Петросян в кн.: Героический эпос народов СССР. Т. 2. М., 1975. С. 562)
- ↑ Райхл К. Тюркский эпос. М., 1995. С. 78; см. Lang Ying. The Bard Jusup Mamay // Oral Tradition (16). 2001. P. 222—239.
- ↑ Жусуп Мамай жана кыргыз элинин манасчылык салты: Кытайлык залкар кыргыз манасчысы Жусуп Мамайдын (1918—2014) элесине арналган III эл аралык илимий-тажрыйбалык жыйын. Жалал-АбатМУ. 22-24.05.2016. Баяндамалар жана макалалар жыйнагы / Жооптуу ред. Т. К. Чоротегин. — Бишкек: MaxPrint басмасы, 2016. — 396+iv б., сүрөт. — «Тарых жана мурас» түрмөгү. ISBN 978-9967-12-567-4.
- ↑ Мусаев С. М. Киргизский народный эпос «Манас». // Манас. Кн. 1. М., 1984. С. 427
- ↑ В Кыргызстане завершили работу над академическим изданием эпоса «Манас», которое длилось 20 лет. Кабар (2014-08-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-08.