ტბა მანაგუა (ესპ. Lago de Managua), იგივე ტბა ხოლოტლანი (ესპ. Xolotlán) — ტბა ნიკარაგუაში, კოორდინატები — 12°20′ ჩ. გ. 86°25′ დ. გ. / 12.333° ჩ. გ. 86.417° დ. გ. / 12.333; -86.417. მისი ზედაპირის ფართობია 1.042 კმ², სიგრძე 65 კმ, ხოლო სიგანე — 25 კმ. მანაგუის ტბას, ნიკარაგუის ტბის მსგავსად სახელი უწოდეს ესპანელმა კონკისტადორებმა სახელისგან მანგუე ("Mangue") (ერთ-ერთი ტომის სახელი იყო) და agua (წყალი). ნიკარაგუის დედაქალაქი მანაგუა ტბის სამხრეთ დასავლეთ ნაპირზეა გაშენებული.

ტბა მანაგუა
Lago de Managua
Lago Xolotlán
კოსმოსიდან (1986). ჩრდილოეთი მარცხენა მხარეს
კოსმოსიდან (1986). ჩრდილოეთი მარცხენა მხარეს
კოორდინატები: 12°20′ ჩ. გ. 86°25′ დ. გ. / 12.333° ჩ. გ. 86.417° დ. გ. / 12.333; -86.417
მდებარეობა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
სიგრძე 65 კმ
სიგანე 25 კმ
ფართობი 1,024 კმ²
საშუალო სიღრმე 9.5 
მაქსიმალური სიღრმე 20 
მანაგუა (ტბა) — ნიკარაგუა
მანაგუა (ტბა)

მანაგუის ტბა ძლიერ დაბინძურდა 1950-იან წლებში კოდაკის საწარმოს მიერ ვერცხლისწყლის ჩაღვრის გამო. მიუხედავად ამისა, არაერთი ნიკარაგუელი მაინც სახლობს მის სანაპიროზე და ტბაში დაჭერილი თევზით იკვებება. 1998 წელს ქარიშხლის გამო მანაგუის ტბა სამი მეტრით გადმოვიდა ხუთი დღის განმავლობაში. მანაგუის ტბა მდინარე ტიპიტაპათი უკავშირდება ნიკარაგუის ტბას. 2007 წელს ტბის ტერიტორია დაასუფთავეს და ნალექები ამოხაპეს კატარღებით. მძაფრი უსიამოვნო სუნი გაქრა. აშენდა ბეტონის ნავმისადგომები, საიდანაც შესაძლებელია ერთსაათიანი ტურის საშუალებით ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება