სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღონღაძე.

მამუკა ღონღაძე (დ. 25 ნოემბერი, 1985, წყალტუბო) — ქართველი ფეხბურთელი, ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი.

მამუკა ღონღაძე
ქუთაისის „ტორპედოში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მამუკა ღონღაძე
დაბადების
თარიღი
25 ნოემბერი, 1985 (1985-11-25) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
წყალტუბო, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
სიმაღლე 1,85 .
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტორპედო ქუთაისი
ნომერი 18
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003-2004 სამგურალი წყალტუბო 27 (7)
2005-2007 ტორპედო ქუთაისი 42 (6)
2007 მესხეთი ახალციხე 9 (1)
2008 სპარტაკი ცხინვალი 23 (3)
2009 მაშალი 12 (1)
2009-2010 სამგურალი წყალტუბო 8 (8)
2010-2013 დაუგავა დაუგავპილსი 88 (46)
2013 ილუსკტე 9 (2)
2014- ტორპედო ქუთაისი 8 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მამუკამ კარიერა დაიწყო ადგილობრივ წყალტუბოს „სამგურალში“, 17 წლისამ. შემდეგ ითამაშა რამდენიმე ქართულ კლუბში, ქუთაისის „ტორპედოში“, ახალციხის „მესხეთში“, ცხინვალის „სპარტაკში“ და ყაზახურ „მაშალში“. 2010 წლის აგვისტოში გადავიდა ლატვიურ დაუგავპილსის „დაუგავაში“,[1] რომელთან ერთადაც გახდა ლატვიის ჩემპიონი, ჩემპიონატის ბომბარდირი და ლატვიის საუკეთესო ბომბარდირი (33 მატჩი, 18 გოლი).[2]

2013 წელს ურთიერთობა დაეძაბა „დაუგავას“ პრეზიდენტთან, ოლეგ გავრილოვთან,[3] რის გამოც მიუხედავად მისდამი უფრო მაღალი დონის ინტერესისა სეზონის ბოლომდე ლატვიურ კლუბში დარჩენა მოუწია, 2014 წლიდან რევაზ ძოძუაშვილის მოწვევით კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ აგრძელებს.[4]

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nauris Mackevičs. (7 августа 2010) "Daugavu" pamet labākie vārtu guvēji, vietā citi leģionāri. SportaCentrs.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-31. ციტირების თარიღი: 2011-10-16.
  2. მამუკა ღონღაძე ლატვიის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს , საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური, 14 დეკემბერი, 2012.
  3. მამუკა ღონღაძე: „დაუგავას„ პრეზიდენტი არსად მიშვებს და იძულებული ვარ, 7 თვე კიდევ ლატვიაში ვითამაშო[მკვდარი ბმული],საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 3 მარტი, 2013.
  4. მამუკა ღონღაძე: ქუთაისის „ტორპედოში“ თამაში მირჩევნია ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 8 იანვარი, 2014.