მამუკა (იმერეთის მეფე)
(გადამისამართდა გვერდიდან მამუკა)
მამუკა (ჩანს 1715–1769) — იმერეთის მეფე 1746–1749 წლებში, გიორგი VI-ისა და ქართლის მეფე გიორგი XI-ის ასულის, როდამის ვაჟი.
მამუკა | |
---|---|
იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1746 |
მმართ. დასასრული: | 1749 |
წინამორბედი: | ალექსანდრე V |
მემკვიდრე: | ალექსანდრე V |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1715 |
გარდ. თარიღი: | 1769 |
მეუღლე: |
დარეჯან დადიანი (ბეჟან I დადიანი-ს ასული) |
შვილები: | თეიმურაზი |
დინასტია: | იმერეთის ბაგრატიონები |
მამა: | გიორგი VI |
დედა: | როდამ ბაგრატიონი |
მისი გამეფება ჯერ კიდევ 1732 წელს, ჩიხორთან ბრძოლისას ჰქონდათ გადაწყვეტილი ოტია დადიანს, ზურაბ აბაშიძეს და გრიგოლ რაჭის ერისთავს. ბრძოლის შემდეგ, დაზავებისას, დადიანის სურვილით, მას საჭილაო და სამიქელაო გადაეცა. ოდნავ მოგვიანებით, მამუკამ ბეჟან ჩიჯავაძეს სებეკას ციხე წაართვა ჩიჯავაძეების და სხვა მამულებთან ერთად. ამით იგი ძლიერდება და აგრძელებს ბრძოლას სამეფო ხელისუფლებისათვის. რომელსაც 1746 წელს კიდევაც იგდებს ხელთ. 1749 წელს ალექსანდრე V-მ ახალციხის ფაშას დახმარებით ტახტი დაიბრუნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქცია, თბ., ნეკერი, 2000, გვ. 259
- რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
- ქ. ჩხატარაიშვილი, დასავლეთ საქართველო XVIII ს–ის პირველ ნახევარში, სინ, ტ. IV, თბ., 1973
- მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975