მამედ რაჰიმი
მამედ რაჰიმი (სრულად მამედ რაჰიმ აბას-ოღლუ ჰუსეინოვა) (დ . 28 აპრილი, 1907, ქ. ბაქო — გ. 6 მაისი, 1977, იქვე) — აზერბაიჯანელი საბჭოთა პოეტი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
მამედ რაჰიმი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 (20) აპრილი, 1907 |
დაბადების ადგილი | ბაქო[1] |
გარდაცვალების თარიღი | 6 მაისი, 1977 (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი და მთარგმნელი |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ჟანრი | პოემა, narrative poetry და პიესა |
ჯილდოები | სტალინური პრემია, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, Q63706400? და აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე |
ავტორია ლექსების კრებულებისა „სურვილი“ (I კრებ., 1930), „მეორე წიგნი“ (1933), „სამშობლოს ტრფიალი“ (1942), „დილის მელოდია“ (1943) და სხვა. მამედ რაჰიმის პოეზიის თემაა შრომითი ჰეროიკა, პატრიოტიზმი, ქვეყნის კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია; აქვს სატრფიალო ლექსებიც. სამამულო ომის თემაზე შექმნა პოეტური ტრილოგია „ლენინგრადის ცაზე“ (1947, სსრკ სახელმწიფო პრემია). მას ეკუთვნის აგრეთვე პოემები „აფშერონის მიწაზე“ (1950), „კასპიის ნაპირებზე“, „საიათნოვა“ (1956). თარგმნიდა ქართველ, რუს, შუააზიელ, სომეხ, ევროპელ კლასიკოსთა ნაწარმოებებს. მონაწილეობდა ვეფხისტყაოსნის თარგმნაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- შაყულაშვილი გ ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 396.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Рагим Мамед // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.