თერიოლოგია
(გადამისამართდა გვერდიდან მამალოგია)
თერიოლოგია (ბერძნ. therion — ნადირი და ...ლოგია) — ზოოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ძუძუმწოვრებს. ამ ცხოველთა სისტემატიკას, ანატომიას, ბიოლოგიას და მათ მნიშვნელობას სახალხო მეურნეობაში. იგივეა რაც მამალიოლოგია, მამალოგია (გვიანდ. ლათ. mammalis — ძუძუმწოვრები და …ლოგია). დასავლეთში ტერმინ „მამალიოლოგია“ ფართოდ იხმარება, ყოფილ სსრკ-ში კი უფრო ხშირად თერიოლოგიას ხმარობდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 658.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 394.
- ბ. ყურაშვილი, „უხერხემლოთა ზოოლოგია“, გვ. 8, თბ., 1973