მალხაზ თავართქილაძე

მალხაზ თავართქილაძე (დ. 13 ივნისი, 1950, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, მომღერალი (ბარიტონი). საქართველოს სახალხო არტისტი (1988). ღირსების ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1974 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

1974–1983 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტში“, 1983–1998 წლებში კი ცეკავშირის საწარმოო გაერთიანება „საქკოოპდიზაინ რეკლამის“ დირექტორად. მისი პროექტით აშენდა არაერთი შენობა-ნაგებობა. ბავშვთა პანსიონატი დაბა ლესელიძეში (1978), ბავშვთა დასასვენებელი სახლი ქობულეთში (1980)–ორივე არქიტექტორ ლ. ლორთქიფანიძესთან ერთად. სასტუმრო „დიდველი“ ბაკურიანში (2004); სწრაფი კვების კაფე „ნიკალა“ თბილისში (2002–2010) და სხვა.

მონაწილეობდა საქართველოს პოლიტექნკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში (ხელმძღვ. ს. ტუღუში) და ვაჟთა კაპელაში (ხელმძღვ. ი. კუბლაშვილი), ხოლო 1971 წლიდან ტრიოში (მ. თავართქილაძე, დ. აბესაძე, თ. სეფერთელაძე), რომელსაც 1973 წლიდან ეწოდა „ცისფერი ტრიო“. მან არაერთი სიმღერა გადაამუშავა ანსამბლისთვის. გასტროლებით შემოვლილი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის აშშ, კანადა, ინგლისი, მექსიკა, იაპონია და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება