დავით აბესაძე
დავით ნოდარის ძე აბესაძე (დ. 1 აგვისტო, 1951, თბილისი) — ქართველი მომღერალი (ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი (1988). ღირსების ორდენის კავალერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1973 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, ხოლო 1980 წელს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი. 1973–1984 წლებში მუშაობდა „საქქალაქმშენპროექტის“ არქიტექტორად, 1984 წლიდან „საქკოოპრეკლამის“ კომბინატის მთავარი მხატვარია. დავით აბესაძემ 1970 წელს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს — თ. სეფერთელაძესა და მ. თავართქილაძესთან ერთად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“, რომელიც 1973 წლიდან გამოდის როგორც საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის პროფესიონალური კოლექტივი. აბესაძის შესრულება გამოირჩევა უშუალობით, ემოციურობით. აქვს ლამაზი ტემბრის ხმა. ოსტატურად ფლობს ფალცეტს, ასევე ოსტატურად ასრულებს აკომპანემენტს გიტარასა და ფანდურზე. დავით აბესაძე ანსამბლთან ერთად გასტროლებზე იყო არაერთ ქვეყანაში. 1979 წლიდან საქართველოს ტელერადიოს სოლისტია.
მიღებული აქვს საქართველოს კომკავშირის პრემია (1982).
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1980 : საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
- 1982 : საქართველოს კომკავშირის პრემია
- 1988 : საქართველოს სახალხო არტისტი[2]
- 2002 : ღირსების ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 28.