მალხაზ ზაალიშვილი
მალხაზ მიხეილის ძე ზაალიშვილი (დ. 27 სექტემბერი, 1920, მცხეთა, — გ. 9 სექტემბერი, 2016) — ქართველი ბიოფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1988; წ.-კორ. 1979). ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1975).
მალხაზ ზაალიშვილი | |
---|---|
გარდ. თარიღი | 23 ივლისი, 2016 |
1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1941-1944 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს სანიტარული ჰიგიენის ინსტიტუტის ქიმიკოს-ანალიტიკოსი. 1947-1951 წლებში ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1951-1957 წლებში გორის პედაგოგიური ინსსტიტუტის დოცენტი. 1962-1986 წლებში იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბიოფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1986-2000 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. 2000-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი. არის 160 სამეცნიერო ნაშრომის, 11 გამოგონებისა და 1 წიგნის ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).
სადოქტორო დისერტაციის თემა — „კუნთის შეკუმშვის ფიზიკო-ქიმიური საფუძვლები“, დაიცვა 1972 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 285.