მალხაზ დვალიშვილი

მალხაზ დვალიშვილი (დ. 13 ოქტომბერი, 1960, ქუთაისი — გ. 23 მარტი, 1995 ) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.

მალხაზ დვალიშვილი
დაბადების თარიღი 13 ოქტომბერი, 1960
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 23 მარტი, 1995 (34 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1984-1990 წლებში ეწეოდა სამედიცინო საქმიამობას, მუშაობდა ქ. ქუთაისის N1 საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, მაჟორიტარი ქუთაისის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრი (1990-1991), ხელი აქვს მოწერილისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქარტია – 91“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება