მალუდამის ეროვნული პარკი
მალუდამის ეროვნული პარკი (მალ. Taman Negara Maludam) — ეროვნული პარკი მალაიზიაში, კუნძულ ბორნეოზე, სარავაკის შტატში. მდებარეობს მალუდამის ნახევარკუნძულზე და მოიცავს დაბლობის ჭაობიან ტყეს. მსგავსი ტყეები სარავაკის მთლიანი ტერიტორიის 10%-ს ფარავს, მაგრამ თითქმის მთლიანად ათვისებულია ხე-ტყის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისათვის. მალუდამის ეროვნული პარკი მოიცავს სარავაკსა და ბრუნეიში შემორჩენილ უდიდეს ჭაობიან ტყეს.
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | მალაიზია |
კოორდინატები | 1°32′ ს. გ. 111°05′ ა. გ. / 1.533° ს. გ. 111.083° ა. გ. |
ფართობი | 432 |
დაარსდა | 2000 |
მმართველი ორგანო | სარავაკის მეტყევეობა |
ფაუნა
რედაქტირებამალუდამის ეროვნულ პარკში ბინადრობს წითელზოლიანი ლანგურის (პრიმატის სახეობა) მთელ მსოფლიოში ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია. მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს მაიმუნთა ეს სახეობა ბორნეოს ენდემია.
პარკში ასევე ბინადრობენ ცხვირა მაიმუნები და ვერცხლისფერი ლანგურები. სხვა ძუძუმწოვართა მრავალფეროვნება დაბალია, თუმცა არის მრავალი ფრინველი, მათ შორის შავი რქაცხვირა, აღმოსავლური ჭრელი რქაცხვირა, მალაური რქაცხვირა, ლურჯყურა ალკუნი, მწვანე საიმპერატორო მტრედი და ა. შ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება