მალო-კალინკინის ხიდი

მალო-კალინკინის ხიდი (რუს. Мало-Калинкин мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს კოლომენსკისა და პოკროვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 27,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 16,22 მეტრი. ხიდი არის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი და იცავს სახელმწიფო.

მალო-კალინკინის ხიდი
რუს. Мало-Калинкин мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°55′00″ ჩ. გ. 30°16′52″ ა. გ. / 59.91667° ჩ. გ. 30.28111° ა. გ. / 59.91667; 30.28111
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია გრიბოედოვის არხი
სიგრძე 27,7 
სიგანე 16,22 
გახსნის თარიღი 1783 წ.
რეკონსტრუქცია 1893, 1907-1908, 2007 წწ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810694007
მალო-კალინკინის ხიდი — რუსეთი
მალო-კალინკინის ხიდი
მალო-კალინკინის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
მალო-კალინკინის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

მალო-კალინკინის ხიდი მდებარეობს გრიბოედოვის არხისა და მდინარე ფონტანკის შეერთების ადგილზე.

დინების ზემოთ მდებარეობს კოლომნის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „ბალტიისკაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

სახელწოდება ცნობილია 1761 წლიდან ფორმით კალინკინის ხიდი. 1799 წლიდან 1873 წლამდე მას ერქვა კალინკინი. ამჟამად არსებული სახელი ხიდმა მიიღო 1820 წელს, რათა განესხვავებინათ ახლოს მდებარე დიდი კალინკინის ხიდისაგან, რომელიც მდინარე ფონტანკაზე მდებარეობს.

ხიდი აგებულია 1783 წელს, არხის გრანიტის სანაპიროსთან ერთად. კონსტრუქციით ძალიან ჰგავს პიკალოვის ხიდს.

1907-1908 წლებში სადოვიის ქუჩაზე ტრამვაის ხაზის გახსნის გამო საჭირო გახდა ხიდის გადაკეთება, თუმცა შეინარჩუნეს ხიდის ისტორიული სახე. ხიდის სიგანე 10,3 მეტრიდან გაიზარდა 16,2 მეტრამდე.

1952 წელს არქიტექტორ ალექსანდრე როტაჩის პროექტის მიხედვით დაამონტაჟეს გრანიტის ფილები ფანრებით.

2007 წელს მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. რეკონსტრუქციის პროექტი შეიმუშავეს „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინრებმა.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ხიდი ამჟამად სამმალიანია და მეტალისგანაა აგებული. ხიდი გამოიყენება როგორც საფეხმავლოდ, ისე საავტომობილოდ. ხიდის სავალი ნაწილი ორი ზოლისაგან შედგება. სავალი ნაწილი მოასფალტებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 332. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება