კოლომნის ხიდი
კოლომნის ხიდი (რუს. Коломенский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს კოლომენსკისა და პოკროვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 32,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 2,75 მეტრი. პირველი და ერთადერთი ხიდი რუსეთში რომელიც აგებულია ალუმინისაგან.
კოლომნის ხიდი რუს. Коломенский мо́ст | |
---|---|
საერთო ხედი | |
კოორდინატები: 59°55′10″ ჩ. გ. 30°17′05″ ა. გ. / 59.91944° ჩ. გ. 30.28472° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო |
გადებულია | გრიბოედოვის არხი |
სიგრძე | 32,7 მ |
სიგანე | 2,75 მ |
კონსტრუქციის სიმაღლე | 1,4 მ |
გახსნის თარიღი | 1907 წ. |
რეკონსტრუქცია | 1910, 1968-1969 წწ. |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებაკოლომნის ხიდი მდებარეობს ვოლოდი ერმაკის ქუჩის დასაწყისში.
დინების ზემოთ მდებარეობს ალარჩინის ხიდი, ხოლო ქვემოთ — მალო-კალინკინის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია „სადოვაია“, „სენის მოედანი“ და „სპასკაია“.
სახელწოდება
რედაქტირებახიდის სახელწოდება მომდინარეობს სანქტ-პეტერბურგის ისტორიული რაიონის კოლომნისაგან, რომელიც მდებარეობდა ამჟამინდელი კოლომენსკისა და პოკროვსკის კუნძულებზე. 1911 წლიდან 1920-იან წლებამდე ხიდს ეწოდებოდა კოლომენსკის საფეხმავლო ხიდი.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ხის ხიდი ამ ადგილზეააგეს 1907 წელს. ეს იყო დროებითი ხიდი, რომელიც ააგეს მალო-კალინკინის ხიდის რემონტის პერიოდში. 1910 წელს ააგეს ხის საფეხმავლო ხიდი. 1960-იან წლებში ხიდი ისევ ხის იყო.
1967 წელს პროფესორ ვ. ი. კრიჟანოვსკის ინიციატივით მოხდა ხიდის რეკონსტრუქცია ალუმინის მასალით. ეს იყო პირველი ალუმინის ხიდი საბჭოთა კავშირის მასშტაბით (ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ ეს ხიდი პირველი ალუმინის ხიდია მსოფლიოში, მაგრამ ეს არასწორია: ჯერ კიდევ 1948-1950-იან წლებში 150-მეტრიანი ალუმინის საავტომობილო ხიდი ააშენეს კანადის ქალაქ არვიდაში, ჩრდილოეთ კვებეკში). პროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინრებმა ნ. გ. ბონჩ-ოსმოლოვსკაიამ, ბ. ე. დვორკინმა და არქიტექტორმა ლევ ნოსკოვმა. ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა 1968-1969 წლებში. 1969 წლის 30 სექტემბერხიდი გაიხსნა მოძრაობისათვის.
კონსტრუქცია
რედაქტირებახიდი ამჟამად ერთმალიანია და ალუმინისგანაა აგებული. ხიდი გამოიყენება საფეხმავლოდ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Артемьева И. Н. Алюминиевые конструкции. — М.: Стройиздат, 1967. — 28 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 470. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 332. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Коломенский мост //СПб ГБУ «Мостотрест»