სტარო-კალინკინის ხიდი
სტარო-კალინკინის ხიდი (რუს. Старо-Калинкин мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს კოლომენსკისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 65,6 მეტრი, სიგანე - 30 მ. ქალაქის ხიდმშენებლობის კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში.
სტარო-კალინკინის ხიდი Старо-Калинкин мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°54′59″N 30°16′46″E / 59.916389° ჩ. გ. 30.279444° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
სიგრძე | 65,6 მ |
სიგანე | 30 მ |
გახსნის თარიღი | 1733 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მდებარეობა
რედაქტირებახიდი მდებარეობს მდინარე ფონტანკის შესართავთან. ხიდიდან მარცხნივ მდებარეობს სტარო-პეტერგოფის პროსპექტი, ხოლო ახლოსვეა ციოლკოვსკის ქუჩა. მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს რეპინის მოედანი და ლოცმანის ქუჩა.
უახლოესი მეტროსადგურია (1,7 კმ) — „ნარვსკაია“.
სახელწოდება
რედაქტირებათავისი სახელწოდება ხიდმა მიიღო ახლოს მდებარე ფინური სოფლის კალინკინის მიხედვით. თავისი არსებობის მანძილზე ხიდმა არაერთხელ შეიცვალა სახელი. კალინკოვის ხიდი (1755 წ.), კალინკინის ხიდი (1758-1875 წწ.), ხიდი კალინკინი (1763-1867 წწ.), კალინკინის დიდი ხიდი (1820-1925 წწ.), 1930 წლიდან ხიდს ეწოდება სტარო-კალინკინის ხიდი.
ისტორია
რედაქტირება1733 წლიდან ამ ადგილზე მოქმედებდა ხის მრავალმალიანი გასახსნელი ხიდი, რომელიც გადაჭიმული იყო ორ მდინარეზე: ფონტანკაზე და ყრუ მდინარეზე. ხიდის სიგრძე 250 მეტრს აღწევდა.
1786-1788 წლებში ხიდი გადააკეთეს მდინარე ფონტანკის ტიპური ხიდების პროექტის მიხედვით. პროექტი შეათანხმეს ინჟინრებთან პეტრე სუხტელენთან და ივან გერარდთან.
ხიდი ტიპიურია მდინარე ფონტანკისთვის, მდინარის წყალი გაედინება ორ გრანიტის თაღში.
1907-1908 წლებში ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით ხიდი გააფართოეს 30 მეტრამდე.
2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის აპრილამდე ხიდზე მიმდინარეობდა გზის მოპირკეთების სარემონტო სამუშაოები, გამოიცვალა ტრამვაის რელსები და კომუნიკაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 463. — 511 с.
- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Старо-Калинкин мост //СПб ГБУ «Мостотрест»