მალომბეს ტბა (ინგლ. Lake Malombe) — ტბა მალავის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ რეგიონში, მდინარე შირეზე[1].

მალომბეს ტბა
ინგლ. Lake Malombe
ტბის თანამგზავრული ფოტო
ტბის თანამგზავრული ფოტო
კოორდინატები: 14°40′ ს. გ. 35°15′ ა. გ. / 14.667° ს. გ. 35.250° ა. გ. / -14.667; 35.250
მდებარეობა მალავი
სიმაღლე ზღვის დონიდან 472 
სიგრძე 30 კმ
სიგანე 15 კმ
ფართობი 450 კმ²
საშუალო სიღრმე 2,4 
მაქსიმალური სიღრმე
ჩამდინარე მდინარეები შირე
გამომდინარე მდინარე შირე
მალომბეს ტბა — მალავი
მალომბეს ტბა

ის მდებარეობს დაახლოებით 19 კმ-ით სამხრეთში ქვეყანაში ყველაზე დიდი ტბა ნიასადან. მისი ფართობია დაახლოებით 450 კმ². იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 472 მეტრ სიმაღლეზე. ტბის სიგრძე დაახლოებით 30 კმ-ია, ხოლო სიგანე — 15 კმ. მისი მაქსიმალური სიღრმე შეადგენს დაახლოებით 7 მეტრს, ხოლო საშუალო სიღრმე — 2,4 მეტრია. უკანასკნელ წლებში ტბაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მეთევზეთა რაოდენობა და ამან გამოიწვია ზოგიერთი თევზის სახეობის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება. ტბის საშუალო სიღრმე ისედაც მცირეა, ხოლო მშრალი ამინდების დროს წყლის დონე კიდევ უფრო დაბლდება და ზოგჯერ ტბა ქრება კიდევაც.

ტბის ფსკერი მშრალი იყო რამდენიმე ასეული წლის მანძილზე, სანამ ის წყლით არ შეივსო XIX საუკუნის შუა პერიოდში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-10. ციტირების თარიღი: 2016-01-19.