მალასა
მალასა — ლაზთა (ეგრისის) მეფე II საუკუნის 30-იანი წლებისთვის, იხსენიება კაპადოკიის რომაელი ლეგატის ფლავიუს არიანეს პატაკში იმპერატორ ადრიანესადმი – ეს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული გარნიზონების ინსპექციის ანგარიშია. მალასა ტახტზე ადრიანეს დაუმტკიცებია. ლაზთა მეფე რომაელთა მეგობარი და მოკავშირე ყოფილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ. წ. I–III სს, სინ, ტ. I, თბ., 1970.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 384.
- მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 12.