მალალებისმაღალი

მთა საქართველო რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ინგუშეთში და ჩეჩნეთში

მალალებისმაღალიმწვერვალი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტსა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვარზე. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილო გვერდითი ხევსურეთის ქედის ჩრდილო დაბოლოებაზე, მდინარე არღუნის მარცხენა შენაკადის — მეშიხის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 4007 . მალალებისმაღალი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. აქვს მცირე მყინვარები. დამახასიათებელია სუბალპური, ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.

მალალებისმაღალი
კოორდინატები: 42°42′40″ ჩ. გ. 45°04′50″ ა. გ. / 42.71111° ჩ. გ. 45.08056° ა. გ. / 42.71111; 45.08056
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჩეჩნეთი-ინგუშეთი
სიმაღლე 4007 
ქედი ხევსურეთის ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
მალალებისმაღალი — საქართველო
მალალებისმაღალი
მალალებისმაღალი — რუსეთი
მალალებისმაღალი

ლიტერატურა

რედაქტირება