მალაიის კავშირი
მალიის კავშირი — მალაის სახელმწიფოთა და პენანგისა და მალაკის სრუტის დასახლებების გაერთიანება. ეს იყო ბრიტანული მალაი. კავშირის მიზანი ადმინისტრაციის გამარტივებისთვის, მალაის ნახევარკუნძულის ერთიანი მთავრობის ქვეშ გაერთიანება იყო. ეთნიკური მალაიელების წინააღმდეგობის შემდეგ, 1948 წელს კავშირის რეორგანიზაცია მოხდა, როგორც მალაიის ფედერაცია.
მალაიის კავშირის ჩამოყალიბება
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ბრიტანული მალაია შედგებოდა პოლიტიკის სამი ჯგუფისგან: ფედერაციული მალაის სახელმწიფოების პროტექტორატი, ხუთი დაცული არაფედერირებული მალაის სახელმწიფო და სრუტის დასახლებების სამეფო კოლონია.
1946 წლის 1 აპრილს მალაიის კავშირი ოფიციალურად გაჩნდა, მისი გუბერნატორი იყო სერ ედვარდ გენტი. იგი ერთი ადმინისტრაციის ქვეშ აერთიანებდა მალაის ფედერაციულ სახელმწიფოებს, მალაის არაფედერაციულ სახელმწიფოებს და პენანგისა და მალაკის სრუტის დასახლებებს. კავშირის დედაქალაქი იყო კუალა ლუმპური. სინგაპურის ყოფილი სრუტის დასახლება იყო ადმინისტრირებული, როგორც ცალკე სამეფო კოლონია.
1945 წლის ოქტომბერში კავშირის იდეა პირველად ბრიტანელებიდან წამოვიდა.[1] ჯერ კიდევ 1944 წლის მაისში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბრიტანეთის სამხედრო ადმინისტრაციამ გეგმები წარუდგინა ომის კაბინეტს. სერ ჰაროლდ მაკმაიკლს დაევალა იმავე თვეში მალაიის შტატის მმართველთა თანხმობის მოპოვება მალაიური კავშირისთვის. მოკლე დროში მან მოახერხა ყველა მალაის მმართველის დათანხმება. მათი შეთანხმების მიზეზები, მიუხედავად მალაის მმართველების მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვისა, კამათის საგანი იყო. კონსენსუსის ძირითადი მიზეზები იყო ის, რომ მალაიზიის მმართველები მუდმივი მაცხოვრებელნი იყვნენ იაპონიის ოკუპაციის დროს, ისინი დაუცვლენი იყვნენ თანამშრომლობის ბრალდებაში და მათ ტახტიდან ჩამოგდება ემუქრებოდათ.[2] აქედან გამომდინარე, მათი თანხმობა მიიღეს, თუმცა ეს მათი დიდი სურვილი არ ყოფილა.
მალაიის კავშირმა თანაბარი უფლებები მიანიჭა იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის გაკეთება. მოქალაქეობის უფლება ავტომატურად მიენიჭა ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ ბრიტანეთის მალაიას ან სინგაპურის რომელიმე შტატში და ცხოვრობდნენ იქ 1942 წლის 15 თებერვლამდე. ბრიტანეთის მალაიას ან სრუტის დასახლებების ფარგლებს გარეთ დაბადებულები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ მოქალაქეობას, თუ მათი მამები იყვნენ მალაიის კავშირის მოქალაქეები და ისინი, ვინც 18 წელს მიაღწია. ასევე, ვინც ცხოვრობდა ბრიტანულ მალაიაში ან სინგაპურში 1942 წლის 15 თებერვლამდე 15 წლიდან 10 წლის განმავლობაში. მოქალაქეობის მიღების უფლებამოსილ ადამიანთა ჯგუფს უნდა ეცხოვრა სინგაპურში ან ბრიტანულ მალაიაში "განცხადების მიღებამდე 8 წლიდან 5 წლის განმავლობაში". მოქალაქეობის მსურველს უნდა ჰქონოდა კარგი რეპუტაცია, უნდა სცოდნოდა ინგლისური ან მალაიური ენა და "უნდა მიეღო მალაიის კავშირის ერთგულების ფიცი“. თუმცა, მოქალაქეობის წინადადება რეალურად არასოდეს განხორციელებულა. მოქალაქეობის წინადადების მიმართ წინააღმდეგობის გამო, იგი გადაიდო, შემდეგ შეიცვალა, რამაც ჩინელ და ინდოელ ბევრ მაცხოვრებელს გაურთულა მალაიის მოქალაქეობის მიღება.[3]
სულთნები, მალაიზიური სახელმწიფოების ტრადიციული მმართველები, დათმობდნენ მთელ თავიანთ უფლებამოსილებას ბრიტანეთისთვის, გარდა რელიგიური საკითხებისა. მალაიის კავშირი მოექცა ბრიტანეთის გუბერნატორის იურისდიქციაში, რაც მიუთითებდა მალაის ნახევარკუნძულზე ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის ოფიციალურ დანიშვნას. უფრო მეტიც, სანამ სახელმწიფო საბჭოები ჯერ კიდევ ფუნქციონირებდნენ ყოფილ ფედერაციულ მალაის შტატებში, მათ დაკარგეს შეზღუდული ავტონომია, რომლითაც სარგებლობდნენ. დატოვეს მთავრობის მხოლოდ რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილობრივი ადმინისტრაცია და გახდნენ კუალა ლუმპურის ფედერალური მთავრობა.[4] 1946 წელს შეიქმნა უზენაესი სასამართლო, სადაც ჰაროლდ კურვენ ვილანი იყო გამოჩენილი მთავარი მოსამართლე.[5]
ოპოზიცია, მალაიის კავშირის დაშლა და მალაიას ფედერაციის შექმნა
რედაქტირებამალაიელები ზოგადად ეწინააღმდეგებოდნენ კავშირის შექმნას. წინააღმდეგობა გამოწვეული იყო იმ მეთოდებით, რომლებიც სერ ჰაროლდ მაკმაიკლმა გამოიყენა სულთნების თანხმობის მოსაპოვებლად, სულთნების უფლებამოსილების შემცირებით და ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის მარტივად მინიჭებით. მალაიზიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაცია ან UMNO, მალაიური პოლიტიკური ასოციაცია, რომელიც ჩამოყალიბდა ბინ ჯაფარის მიერ 1946 წლის 10 მაისს, ხელმძღვანელობდა ოპოზიციას მალაიური კავშირის წინააღმდეგ. მალაიელები ასევე იკეთებდნენ თავზე თეთრ ზოლებს, რაც ნიშნავდა მათ გლოვას სულთნების პოლიტიკური უფლებების დაკარგვის გამო.
მალაიის კავშირის ინაუგურაციის შემდეგ, მალაიელებმა, UMNO-ს ქვეშ მყოფმა განაგრძეს მალაიის კავშირის წინააღმდეგობა. მათ გამოიყენეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როგორც პროტესტის საშუალება და უარი თქვეს ბრიტანეთის გუბერნატორების თანამდებობაზე დანიშვნის ცერემონიალზე დასწრებაზე. მათ უარი თქვეს მრჩეველთა საბჭოების სხდომებში მონაწილეობაზე, რის გამოც მალაიზიის მონაწილეობა სამთავრობო ბიუროკრატიაში და პოლიტიკური პროცესი მთლიანად შეჩერდა. ბრიტანელებმა აღიარეს ეს პრობლემა და მიიღეს ზომები მალაიას მთავარი რასების მოსაზრებების გასათვალისწინებლად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე. მალაიის კავშირი დაიშალა და იგი შეცვალა მალაიის ფედერაციამ 1948 წლის 1 თებერვალს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ CAB 66/50 'Policy in Regard to Malaya and Borneo'
- ↑ Ariffin Omar, Bangsa Melayu: Malay Concepts of Democracy and Community, 1945–1950 (Kuala Lumpur: Oxford University Press, 1993), p. 46. Cited in Ken'ichi Goto, Tensions of Empire: Japan and Southeast Asia in the Colonial and Postcolonial World (Athens: Ohio University Press, 2003), p. 222
- ↑ Carnell, Malayan Citizenship Legislation, International and Comparative Law Quarterly, 1952
- ↑ Lee Kam Hing. Road to Independence (1): Birth of Umno and Malayan Union. CPI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2017-03-30
- ↑ Ming Ho, Tak. Generations: The Story of Batu Gajah, გვ. 165.