მაკრატელა (გვარი)
მაკრატელა (ლათ. Calepina) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. შეიცავს მხოლოდ ერთ სახეობას — ლათ. Calepina irregularis. ერთწლოვანია. აქვს პატარა თეთრი ყვავილები და ერთთესლიანი უხსნადი ჭოტაკი. ფესვთანური ფოთლები ყუნწიანი და ჩანგისებრია, ღეროსეული — მოგრძო და მჯდომარე.
მაკრატელა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Calepina corvini | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Calepina | ||||||||||||
|
გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სამხრეთ ირანში. საქართველოში მაკრატელა იზრდება მშრალ ფერდობებზე (ველებზე და სხვა ადგილებში), როგორც სარეველა — მინდვრებსა და გზის პირებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 376.