ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაიმუნის ჯადვარი (ლათ. Orchis simia) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარის ღერო 20-50 სმ სიმაღლისაა, 4-5-ფოთლიანი, მოყვანილობით – მოგრძოლანცეტა, მობლაგვო, ვაგინიანი ფოთოლი 1-2-ია. ყვავილედი ხშირია, მრავალყვავილიანი, კვერცხისებური. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები მონაცრისფრო-იისფერია. ტუჩი ღია ვარდისფერია, მისი შუა ნაკვთი წინწკლებიანია, გვერდითი ნაკვთები ვიწროხაზური და მოღუნული. შუა ნაკვთი გაყოფილია ორ ვიწროხაზურ ნაწილად და მათ შორის სადგისისებური კბილია. იზრდება მთის შუა სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში, გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ცენტრალურ და სამხრეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.

მაიმუნის ჯადვარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ჯადვარისებრნი
გვარი:  ჯადვარი
სახეობა:  მაიმუნის ჯადვარი
ლათინური სახელი
Orchis simia Lam.

ლიტერატურა

რედაქტირება