მაილინდა ბრეგუ
მაილინდა ბრეგუ (ალბ. Majlinda Bregu; დ. 19 მაისი, 1974, ტირანა, ალბანეთი) — ალბანელი პოლიტიკოსი, ევროპული ინტეგრაციის მინისტრი 2007 წლიდან 2013 წლამდე.
მაილინდა ბრეგუ | |
---|---|
ალბ. Majlinda Bregu | |
დაბადების თარიღი | 19 მაისი, 1974 (50 წლის) |
დაბადების ადგილი | ტირანა |
მოქალაქეობა | ალბანეთი |
განათლება | University of Urbino და ტირანის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1974 წლის 19 მაისს ტირანაში. 1996 წელს დაასრულა ტირანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2003 წლიდან იგი ეწევა ოჯახში ძალადობის პრობლემის სამეცნიერო შესწავლას და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის პრაქტიკულ განხორციელებას. არის ავტორი წიგნებისა, რომელიც ეძღვნება ქალთა მდგომარეობას ალბანეთში. 2005 წელს მაილინდა ბრეგუმ დაიცვა დისერტაცია სოციოლოგიაში[1] იტალიის ურბინის უნივერსიტეტში. სტიპენდიის საშუალებით სწავლობდა ოსლოში, მონრეალში და ოდერის ფრანკფურტში.[1]
2004 წლის აპრილში აირჩიეს ალბანეთის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ საბჭოში. 2005 წლის არჩევნების შედეგად გახდა პარლამენტის წევრი. 2007 წელს დანიშნეს სალი ბერიშას მთავრობის პრეს-სპიკერად.
გათხოვილია, ჰყავს ორი შვილი. ფლობს ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Majlinda Bregu. Balkans. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 December 2011. ციტირების თარიღი: 8 September 2012.