მაიკლ პიტერ ბალზარი

მაიკლ პიტერ ბალზარი (ინგლ. Michael Peter Balzary; დ. 16 ოქტომბერი, 1962), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით ფლი - ავსტრალიელი ბას-გიტარისტი, მესაყვირე და მსახიობი. იგი უკრავს ბას-გიტარაზე ჯგუფში Red Hot Chili Peppers. მისი დაკვრის სტილი არაერთგვაროვანია, აგრესიული სლეპ-პარტიებიდან — უფრო მელოდიურ სტილისტიკამდე. იგი ასევე თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ჯგუფებთან Jane's Addiction, მარს ვოლტა, Atoms for Peace (ტომ იორკის პროექტი. იგი აგრეთვე უკრავდა ალანის მორისეტის, ზიგი მარლისა და სლეშის საკონცერტო ბენდებში.

ფლი

ფლი 2016 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მაიკლ პიტერ ბალზარი
აგრეთვე ცნობილი როგორც ფლი
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი, 1962 (1962-10-16) (61 წლის)
ბერვუდი, მელბურნი, ავსტრალია
დაბ. ადგილი მელბურნი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ფანკ როკი, პანკ-როკი
ინსტრუმენტ(ებ)ი ელექტრონული ბას გიტარა, აკუსტიკური ბას გიტარა, საყვირი, კონტრაბასი, ფორტეპიანო
აქტიური 1983–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros. Records, EMI
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Modulus Flea Bass
Fender Jazz Bass
Music Man Stingray
Fleabass
Fender Precision Bass
საიტი redhotchilipeppers.com
მაიკლ პიტერ ბალზარი ვიკისაწყობში

მისი ოჯახი 1967 წელს გადავიდა ამერიკაში საცხოვრებლად. მაიკლი ბავშვობიდანვე დაინტერესდა მუსიკით. ჯერ დასარტყამებზე უკრავდა. შემდეგ საყვირზე. მან ასევე დაიწყო დაკვრა ლოს ანჯელესის ახალგაზრდულ ფილარმონიულ ორკესტრში.

მას თავდაპირველად ჯაზ მუსიკოსობა სურდა, თუმცა შეეცვალა წარმოდგენა მას შემდეგ, რაც ჰილელ სლოვაკმა მას მოასმენინა ლედ ზეპელინი, ჯიმი ჰენდრიქსი და ჯგუფი ქისი (Kiss).

17 წლის ასაკში მაიკლი შეხვდა ენტონი კიდისს, რომელთანაც 1983 წელს შექმნა ჯგუფი Red Hot Chili Peppers. მანამდე მან რამდენიმე სხვა ჯგუფშიც სცადა ბედი.

როკ მუსიკის ასპარეზზე ფლი ერთ-ერთ ნიჭიერ ბასისტად არის აღიარებული. იგი დღემდე უკრავს საყვირზე. Red Hot Chili Peppers-ის შემოქმედებაში საყვირის სექციებს იგი ასრულებს. როგორც მესაყვირეს, მას ასევე სხვადასხვა ჯგუფებთანაც უმუშავია, მაგალითად, ნირვანასთან ერთად „Smells Like Teen Spirit“-ის შესრულებისას, 1993 წელს (ბრაზილიურ ფესტივალზე).

2001 წელს ფლიმ ლოს ანჯელესში დააარსა საკუთარი მუსიკალური სკოლა Silverlake Conservatory of Music.

ფლის სტილზე ძირითადი გავლენა იქონიეს ბუტსი კოლინზმა, ფანკ მუსიკამ და ადრეულმა პანკ-ჯგუფებმა (მაგ. Black Flag).

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება