მაია მერლანი

მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაია მერლანი (დ. 1963, მესტია) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერი, ქიმიკოსი.

მაია მერლანი
დაბ. თარიღი 1963
დაბ. ადგილი მესტია, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა მეცნიერი, პედაგოგი და ქიმიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1985 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. სწავლა განაგრძო მოსკოვში, მენდელევის სახელობის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტში ორგანული ქიმიის კათედრაზე. ხოლო 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1989-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 2003 წლიდან იგი ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო. 1995 წლიდან საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგად მუშაობდა. 2011 წლიდან იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მიჰყავდა სამაგისტრო კურსი ორგანულ ქიმიაში. 1997 წელს ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატის წოდება ახალგაზრდა მეცნიერთა შორის, 2002 წელს გახდა ნატო-ს „სამეცნიერო პროგრამა მშვიდობისათვის“ სტიპენდიატი. 2003-2006 წლებში მოიპოვა ნატოს გრანტი: „ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზი სტეროიდული საპოგენინის-ტიგოგენინის საფუძველზე.“ 2007-2013 წლებში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და აშშ/საქართველოს ერთობლივი სამეცნიერო განვითარების ფონდის გრანტების თანამონაწილე. 2013 წელს მოიპოვა მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის სტიპენდია სამეცნიერო პროექტისთვის: „ლაშქარას ბიოლოგიურად აქტიური ბიოპოლიმერის ანალოგის სინთეზი“ და მიწვეული იქნა ჰოკაიდოს უნივერსიტეტში აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. 2002-2010 წლებში მუშაობდა მოწვეული მეცნიერის სტატუსით საბერძნეთის ეროვნულ სამეცნიერო ცენტრ „დემოკრიტოს“-ში, 2010 წელს მიწვეული იყო ინდოეთში კერძოდ კი ბელგაუმის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი თბ., 2014 გვ. 248

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაია_მერლანი“-დან