მაგრანეთის ნასოფლარი
მაგრანეთის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთის დასავლეთით, 1 კილომეტრზე, მგლისზურგად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შემორჩენილია გეგმით სწორკუთხა (11 x 7 მეტრი, 7 x 5 მეტრი, 6 x 3 მეტრი და ასე შემდეგ) 12 ნასახლარი ბუდე. შენობების ნაშთები ნაგებია რიყის ქვით. ზოგი ნაგებობის ერთი მხარე გახსნილია (შესაძლოა ეს ნაწილი ხის კონსტრუქციებით იყო ამოყვანილი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 391.