მაგრანეთის მონეტების განძი
მაგრანეთის მონეტების განძი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთში. განძის ქრონოლოგიური ჩარჩოებია 531-660 წლები. იგი შეიძლებოდა ჩაემარხათ Vll საუკუნის 60-იან წლებში. 1968 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი) ქუშანაანთგორაზე გათხარა ნამოსახლარი, რომლის ერთ-ერთ სათავსში თიხის ჭურჭლის ნამტვრევებს შორის აღმოჩნდა ვერცხლის 15 მონეტა. მოგვიანებით აქვს განცალკევებით ნაპოვნი 4 ცალი ვერცხლის ბიზანტიური მონეტა შესაძლოა ამავე განძის ნაწილი იყოს. განძი შერეულია, შეიცავს სასანურსა და ბიზანტიურ მონეტებს. განძის შემადგენლობა: ხოსრო l სასანელი (531-579 წლები) – 2 ცალი, ჰორმიზდ lV (579-590 წლები) – 7, ხოსრო ll (591-628 წლები) – 2, ჰერაკლე და ჰერაკლე-კონსტანტინე (615-638 წლები) – 4, კონსტანტინე ll (641-654 წლები) – 1, კონსტანტინე lll (654-659 წლები) – 3. განძი ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯალაღანია ი., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 390-391.