მაგნუს I (ნორვეგია)
მაგნუს I ოლაფსსონი (ნორვ. Magnús I Óláfsson, დან. Magnus Olavsson), მეტსახელად კეთილი (ნორვ. den gode; დ. 1024 — გ. 25 ოქტომბერი, 1047) — ფაირჰეართა დინასტიის წარმომადგენელი. ნორვეგიის მეფე ოლაფ II-ის ვაჟი. ნორვეგიის მეფე 1035-47 წლებში და დანიის მეფე 1042-47 წლებში.
მაგნუს I ოლაფსსონი | |
---|---|
ნორვეგიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1035 |
მმართ. დასასრული: | 25 ოქტომბერი, 1047 |
წინამორბედი: | კნუდი |
მემკვიდრე: | ჰარალდ III |
დანიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 8 ივნისი, 1042 |
მმართ. დასასრული: | 25 ოქტომბერი, 1047 |
წინამორბედი: | ჰარდეკნუდი |
მემკვიდრე: | სვენ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1024 |
დაბ. ადგილი: | ნორვეგია |
გარდ. თარიღი: | 25 ოქტომბერი, 1047, (23 წლის) |
გარდ. ადგილი: | ზელანდია, დანია |
დაკრძ. ადგილი: | ტრონჰეიმი, ნორვეგია |
შვილები: | რაგნჰილდა მაგნუსდატერი |
დინასტია: | ფაირჰეარები |
მამა: | ოლაფ II, ნორვეგიის მეფე |
დედა: | ალფჰილდა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მას შემდეგ, რაც დანიის მეფე კნუდ დიდმა მამამისი დაამხო, იგი დედასთან ერთად იზრდებოდა კიევის რუსეთში. სწორედ რუსების დიდი მთავარი დაეხმარა მას ნორვეგიელთა ჯარის შექმნაში. სწორედ ამ პერიოდში გარდაიცვალა ინგლისის, დანიისა და ნორვეგიის მეფე, კნუდის ვაჟი სვენ I, რითაც ისარგებლა მაგნუსმა და 1035 წელს ნორვეგიის მეფე გახდა.
გამეფების შემდეგ მან ალიანსი ჩამოაყალიბა დანიის მეფე ჰარდეკნუდთან, რომელმაც უშვილობის გამო მაგნუსი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. ამის პარალელურად მაგნუსი ჰარდეკნუდს ეხმარებოდა და მხარს უჭერდა ინგლისის დაპყრობაში. მას შემდეგ, რაც ჰარდეკნუდი დიდებულებმა მოკლეს, მაგნუსი დანიის მეფეც გახდა, რა დროსაც გამუდმებით უხდებოდა თავისი მიწების დაცვა მეზობელი სლავებისა და ვენედებისგან.
იგი სწორედ მათთან გამართულ ერთ-ერთ ბრძოლაში მოკლეს, 23 წლის ასაკში, ისე, რომ მამრობითი სქესის მემკვიდრე არ დარჩა. ამის შემდეგ დანიის ტახტს შვედი ესტრიდსენები დაეპატრონნენ, ნორვეგიაში კი მისი ძმის შვილი ჰარალდი გამეფდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Kirsten Wolf, Daily Life of the Vikings, Greenwood Publishing Group, 2004, ISBN 0313322694 p. 66. Greenwood Press "Daily life through history" series, ISSN 1080-4749.
- Sturluson, Snorri, Heimskringla: History of the Kings of Norway, tr. Lee M. Hollander. Reprinted University of Texas Press, Austin, 1992. ISBN 0-292-73061-6