ვენედები (გერმ. Wenden), ვენდები და ასევე ვენეტებიშუა საუკუნოვანი გერმანული საერთო სახელი, რომელიც გამოიყენებოდა ყველა მეზობელი დასავლურ სლავური ხალხისთვის.[1] სახელი დაკავშირებული იყო პოლაბელ სლავებთან და უფრო ვიწრო გაგებით ლუჩიტურ სერბებთან და კაშუბებთან. ვენდები მოხსენიებულია უძველესი ისტორიკოსების ჰეროდოტეს, პომპონიუს მელას, პლინიუს უფროსის, ტაციტუსის, პტოლემეს და იორდანისის მიერ. ანტიკურ პერიოდში ვენედებს ვისლის აღმოსავლეთით აღნიშნავდნენ — ბალტიის ზღვიდან, კარპატებამდე და ასევე სამხრეთ დუნაის დაბლობებამდე. ამ წყაროებზე დაყრდნობით, ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს რომ ვენედელები VI-VIII საუკუნეების სლავების პირდაპირი წინაპრები არიან.[2] აღმოსავლელ ვენეტიელების, კიდევ უფრო უძველეს სამხრეთელ ვენეტელებთან ან გერმანულ ვანდელებთან (ვანდალები) კავშირის ჰიპოთეზა ისევ გაურკვეველია.

პოლაბები განსახლების არეალი

ფრედგარის ქრონიკებში სლავური დასახლება სამო, რომელიც 623 წელს გამოეყო ავარის სახაკანოს მოიხსენიება ვენდებად. 630 წელს ვენდებმა გაძარცვეს ფრანკი ვაჭრები, რამაც დაგობერტ I-ის მიერ ვენდების წინააღმდეგ სადამსჯელო რედების მოწყობა გამოიწვია. რის საპასუხოდ ვენდებმა დაცალეს თიურინგია.[3]

ვენდბეის, კონკრეტულად ლუტიჩური სერბების დამორჩილების მცდელობა ჰქონდა კარლოს I დიდს, მაგრამ მათ მიერ გაგზავნილი ჯარი საქსებმა გაანადგურეს. ამ მოვლენამ სათავე დაუდო, გერმანელი ფეოდალების მიერ სლავების შევიწროვებას, ეს მოვლენა ცნობილია, როგორც "ზეწოლა აღმოსავლეთზე". IX საუკუნეში ვენდედელ-სერბების ტერიტორია გარკვეული დროის მანძილძე დიდი მორავიის ნაწილი გახდა.

ვენედების თავდასხმები გერმანულ ტერიტორიებზე არ სრულდებოდა იქამდე, სანამ ჰაინრიხ I ფრინველმჭერი არ შეუდგა სრულმასშტაბიან თავდასხმებს ვენედურ-სლავური ტომების წინააღმდეგ და საბოლოოდ მოხარკედ არ აქცია ისინი. გერმანელების მიერ დაპყრობილი ვენდები, მიუხედავად იმისა რომ არ წყვეტდნენ წინააღმდეგობას და არაერთხელ აჯანყდნენ, საბოლოოდ იძულებული გახდნენ დამორჩილებოდნენ დამპყრობლებს.

1040-იან წლებში, დაახლოებით 1129 წელს, შეიქმნა ადრეულ ფეოდალური ვენდების სახელმწიფო (ობოდრიტების სამთავრო), რომელიც აერთიანებდა ობოდრიტების ტომობრივ კავშირს, ლუჩიტებს და პომერიელების ნაწილს, სამთავროს შექმნის ძირითადი მიზეზი, საქსების და დანიელებისგან თავდაცვა იყო.[4] 1050-იან წლებში, ვენდების მთავარი გოტშალკი აქტიურად აწარმოებდა დამპყრობელ ომებს მეზობელ სლავების წინააღმდეგ: ლუტიჩების ნაწილი და გლინიანები მოხარკედ იქცნენ. მის დროს შენდებოდა ახალი ქალაქები, ეკლესიები და მონასტრები. მისი თხოვნით დაინიშნა მაკლენბურგის, ოლდენბურგის და რატცერბურგის ეპისკოპოსები. 1066 წელს ფეოდალებმა ჩამოაყალიბეს შეთქმულება მეფისა და მისი ქრისტიანული გარემოცვის წინააღმდეგ: გოტშალკი მოკლეს, ხოლო მისიონერები და ქრისტიანულ სარწმუნოებაზე გადასულები განდევნილი ან ნაწამები იქნა.

გოტშალკის უმცროსმა შვილმა ჰეინრიხმა, XI-XII საუკუნეებში გააძლიერა სამეფო. მას ხარკს უხდიდნენ ბრიზანელები და სტოდრანები. ჰეინრიხი გადავიდა მაკლენბურგიდან ძველ ლიუბეკში, რომელიც უკვე ჰეინრიხის დროს გადაიქცა ადრეულ საქალაქო ცენტრად, ვაჭრების და ხელოსნების დასახლებად. ახალ დედაქალაქად იქცა ქრისტიანი მისიონერების რეზიდენცია. ჰეინრიხის სიკვდილის შემდეგ ისევ დაიწყო შინა არეულობა. XII საუკუნის ბოლოდან ობოდრიტების სამთავროს საფუძველზე, განვითარდა საქსონიაზე დამოკიდებული როსტოკის, მაკლენბურგის და სხვა მცირე საჰერცოგოები, რომლებიც ობოდრიტბის მეფეების შთამომავლების მიერ იმართებოდა. XIII საუკუნეში ეს საჰერცოგოები გერმანიზაციის მსხვერპლი გახდნენ.[5]

1068/1069 წლებში გერმანელმა რაინდებმა გაანადგურეს ვენდების საკურთხეველები რეტრასში. წარმართულ-ვენდების რელიგიური ცენტრი გადავიდა ქალაქ არკანუში - რუიანის ტომების დედაქალაქში, რომელიც წარსულში ობოდრიტების ალიანში შედიოდნენ და დიდი ხნის განმავლობაში, მეფე ვალდემარ I დიდის მმართველობამდე, ხარკს უხდიდა დანიელებს. 1168 წელს, მეფე ვალდემარმა და ესპისკოპოსმა აბსალონმა, საბოლოოდ გაანადგურეს არკანუ და მისი სიწმინდეები.

1147 წელს, დაიწყო ვენდების წინააღმდეგ გამართული ჯვაროსნული ომები (Wendenkreuzzug), სადაც მონაწილეობა მიიღო 150 ათასმა გერმანულ-პოლონურმა არმიამ, ჰაინრიხ ლომის მეთაურობით. საქსონიის მთავრების ჯარის შეკრების ადგილი, პოლონელ და დანიელ ფეოდალებთან ერთად მაგდენბურგი გამოცხადა. წარმართი სლავური ტომების ობოდრიტების და ლუტიჩების დაპყრობით, ჯვაროსნება მათ აიძულეს მიეღოთ ქრისტიანობა; სლავი მოსახლეობის მასობრივმა განადგურებამ, გაადვილა ვენდების ასიმილაციის და გერმანული კოლონიზაციის პროცესი.

დანიის მონარქების ტიტული მოიცავდა სიტყვას "მეფე ვენდების და გოთების", ასევე შვედეთის გვირგვინის ტიტული 1540-იდან 1973 წლამდე მოიცავდა — "მეფე შვედების, გოთების და ვენდების" (შვედ. Svears, Götes och Wendes Konung).

  1. (რუსული)Online Enzyklopädie
  2. (რუსული) მიხაილ ბრაიჩევსკი Венеды
  3. (რუსული) Фредегар. Хроника. Публикация на портале «Восточная литература»
  4. (რუსული) იხილეთ სტატია «Вендская держава», რედ. Жукова, Е. М. "საბჭოთა ისტორიის ენციკლოპედია". მოსკოვი. საბჭოთა ენციკლოპედია. 1973—1982
  5. (რუსული) Ронин, В. К. Государство и общество у полабских и поморских славян. Раннефеодальные государства и народности (южные и западные славяне VI—XII вв). წყარო მოსკოვი. Наука. 1991, 123—125