მაგენ დავიდ ადომი (ებრ. מגן דוד אדום, აბრევ. მდა ან მადა) — ისრაელის სამედიცინო დახმარების, კატასტროფების, სასწრაფო დახმარებისა და სისხლის ბანკის ეროვნული სამედიცინო სამსახური. სახელი „დავითის წითელ ვარსკვლავს (სიტყვასიტყვით : „დავითის წითელი ფარი“) ნიშნავს. 2006 წლის ივნისიდან, მაგენ დავიდ ადომი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ოფიციალურად აღიარებულ იქნა, როგორც ჟენევის კონვენციების ქვემდებარე, ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული სადამხმარებლო საზოგადოება, ის ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წევრიცაა. ისრაელში მდა-ის სასწრაფო დახმარების საკუთარი სატელეფონო ნომერია — „101[1]

მაგენ დავიდ ადომი
ტიპი საზოგადოებრივი ორგანიზაცია
დარგი მედიცინა
დაფუძნდა 1930
დამაარსებელი კარენ ტენენბაუმი
სათავო ოფისი ისრაელის დროშა ისრაელი
თანამშრომელი 1 200 თანამშრომელი და 10 000+ მოხალისე
 
მაგენ დავიდ ადომ-ის სასწრაფო დახმარების ავტომობილი 1948 წლის ივნისში

მაგენ დავიდ ადომის ორგანიზაცია 1930 წელს იქნა შექმნილი მედდა კარენ ტენენბაუმის მიერ, როგორც მოხალისე ასოციაცია ერთი განყოფილებით თელ-ავივში. მომდევნო განყოფილებების იერუსალიმში და ჰაიფაში გახნის შემდეგ ის ხუთ წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, მისი სამედიცინო მომსახურება ვრცელდებოდა მთელს საზოგადოებაზე არა მარტო ებრაელებზე, არამედ არაბებზეც (მუსლიმები, დრუზები და ქრისტიანები). 1950 წლის 12 ივლისს, კნესეთმა გამოსცა კანონი, რომლის მიხედვით მდა ოფიციალურად გახდა ისრაელის გადაუდებელი სამედიცინო დამხარების ეროვნული სამსახური[2]. მაგენ დავიდის კომპეტენცია მოიცავს პირველადი დახმარების გაწევას, სისხლის და პლაზმის მარაგის შენახვას, ინსტრუქციებს პირველადი დახმარებისა და პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარების მედიცინაში, პაციენტების ტრანსპორტირებას და ავტოკატასტროფებში დაღუბპულთა, შემთხვევის ადგილიდან გამოყვანას, ექიმების, მედდების და დამხმარე პერსონალის ტრანსპორტირებას.

მოხალისეები

რედაქტირება
 
მდა-ის პირველი დახმარების ერთეული იერუსალიმის ძველ ნაწილში

მაგენ დავიდ ადომის პერსონალი ძირითად მოხალისეებისგან შედგება და დაახლოებით 10 000-ზე მეტი ადამიანი მოხალისეობს, რომელნის ყოველ წელს 1 მილიონზე მეტ კაც/სთ-ს ხარჯავენ. მინიმალური ასაკი მაგენ დავიდ ადომის საბაზისო პირველი სადამხმარებლო კურსების გასავლელად და მოხალისედ გასახდომად არის 15 წელი[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. מספרי חירום - Emergency Phone Numbers in Israel Hebrew. ციტირების თარიღი: 2012-02-09.
  2. Saving Lives at the Dead Sea: Magen David Adom Olympics on TV
  3. Volunteers დაარქივებული 2013-09-22 საიტზე Wayback Machine. at MDA Israel. Retrieved 2009-09-07.