ლურჯი მიცენა (ლათ. Mycena pura) — სოკო Mycenaceae ოჯახისა. ქუდი — 2,5 სმ დიამეტრისაა, ჯერ ზარისებრია, შემდეგ — ამობურცული, კიდეებთან ზოლიანია, ღია მოლურჯო, იისფერი, იშვიათად ვარდისფერი, თეთრი ან ყვითელია. ფირფიტები შეზრდილი, განიერი, სქელი. მეჩხერი, ქუდის ფერი.

ლურჯი მიცენა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  Mycenaceae
გვარი:  Mycena
სახეობა:  ლურჯი მიცენა
ლათინური სახელი
Mycena pura (Pers.) Kumm. (1871)

იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში, ხშირად დამპალ წიწვებსა და ფოთლებზე, ზოგჯერ დამპალ ხეებზედაც, ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 120, ISBN 99940-856-1-1.