„ლუნა-4“ (რუს. «Луна-4», «Е-6 №4») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1963 წლის 2 აპრილს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მოეხდინა მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვება.

ლუნა-4
ალტერნატიული დასახელება Луна-4 (Е-6 №4)
COSPAR ID 1963-008B
SCN 00566

1963 წლის 2 აპრილს მოსკოვის დროით 11:04 სათზე ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-4. 5 აპრილს დაიკარგა აპარატის ასტრონავიგაციაზე კონტროლი, რის შედეგადაც მოხდა ტრაექტორიიდან გადახრა. ლუნა-4-მა 8500 კმ-ით მოშორებით ჩაუარა მთვარის ზედაპირს. 2-დან 6 აპრილამდე ავტომატურ პლანეტათშორისო სადგურთან 12-ჯერ შედგა კავშირის დამყარება. უკანასკნელი კონტაქტი აპარატთან განხორციელდა 13 აპრილს, როცა მასთან მანძილი შეადგენდა 1 მლნ კმ-ს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება