ლუკა ანტონინი

იტალიელი ფეხბურთელი

ლუკა ანტონინი (იტალ. Luca Antonini) — ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა მცველის პოზიციაზე.

ლუკა ანტონინი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუკა ანტონინი
დაბადების
თარიღი
4 აგვისტო, 1982 (1982-08-04) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
მილანი, იტალია
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1990–2001 მილანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2003 მილანი 0 (0)
2001–2002   პრატო 26 (3)
2002–2003   ანკონა 17 (1)
2003–2007 სამპდორია 3 (0)
2004–2005   მოდენა 15 (1)
2005   პესკარა 22 (3)
2005–2006   არეცო 39 (3)
2006–2007   სიენა 32 (3)
2007–2008 ემპოლი 32 (0)
2008–2013 მილანი 81 (1)
2013–2015 ჯენოა 33 (3)
2015 ასკოლი 14 (1)
2016   ლივორნო 16 (0)
2016   პრატო 9 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დაიბადა 1982 წლის 4 აგვისტოს მილანში, იტალიაში. ანტონინიმ პროფესიული კარიერა დაიწყო „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდში. ახალგაზრდული სკოლის დამთავრების შემდეგ იჯარით გაუშვეს „პადოვაში“, შემდეგ — „პრატოში“ (სერია C) და შემდეგ კი „ანკონაში“ (სერია B).[1]

2003 წელს გადავიდა „სამპდორიაში“.[2] მისი დებიუტი სერია A ში შედგა 13 დეკემბერს „პერუჯას“ წინააღმდეგ. 2004 წელს იგი „სამპდორიიდან“ იჯარით გადავიდა „მოდენაში“. შემდეგ „პესკარაში“ (2005), „არეცოში“ (2005—2006), „სიენასა“ (2006-2007) და „ემპოლში“ (2007-2008).

2008-2013 წლებში ასპარეზობდა „მილანში“,[3] 2013-2015 წლებში — „ჯენოში“, 2015 წელს — „ასკოლიში“. 2016 წელს იჯარით გადავიდა „ლივორნოში“, ხოლო იმავე წელს კვლავ „პრატოში“ დაბრუნდა, სადაც დაასრულა კიდეც საფეხბურთო კარიერა.

ტიტულები

რედაქტირება
მილანი[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Luca Antonini. acmilan.com. Associazione Calcio Milan. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2010.
  2. Luca Valdiserri (17 June 2003). „Chievo costretto a cedere Roma e Inter all' attacco“. Corriere della Sera (Italian). ციტირების თარიღი: 10 February 2010.
  3. „Comunicato ufficiale A.C. Milan“. acmilan.com (Italian). Associazione Calcio Milan. 9 June 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 June 2008. ციტირების თარიღი: 10 February 2010.
  4. L. Antonini. Soccerway. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2016.