ლუის კასი (ინგლ. Lewis Cass; დ. 9 ოქტომბერი, 1782 — გ.17 ივნისი, 1866) — ამერიკელი სამხედრო ოფიცერი, პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. წარმომადგენელი მიჩიგანის შტატის სენატში, მსახურობდა აშშ-ის ორი პრეზიდენტის, ენდრუ ჯექსონისა და ჯეიმზ ბიუკენენის კაბინეტში. 1848 წელს დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად.

ლუის კასი
ინგლ. Lewis Cass
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი, 1782(1782-10-09)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ექსეტერი[4]
გარდაცვალების თარიღი 17 ივნისი, 1866(1866-06-17)[1] [2] [3] [4] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი დეტროიტი[4]
მოქალაქეობა აშშ
განათლება ფილიპსის ექსეტერის აკადემია
მამა Jonathan Cass
დედა Mary Cass[5]
შვილ(ებ)ი Lewis Cass, Jr., Mary Sophia Cass და Matilda Frances Cass[5]

დაიბადა ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ ექსტერში, იურიდიული პრაქტიკის დაწყებამდე, სწავლობდა ფილიპს ექსტერის აკადემიაში, ქალაქ ზეინსვილში, ოჰაიოში. ოჰაიოს შტატის წარმომადგენელთა პალატაში მსახურების შემდეგ, დანიშნეს აშშ-ის მარშალად. იბრძოდა ინგლის-ამერიკის ომში, სადაც 1813 წელს დაინიშნა მიჩიგანის ტერიტორიის მმართველად.

1831 წელს, ენდრუ ჯექსონის პრეზიდენტობისას, გადადგა გუბერნატორის თანამდებობიდან, რის შემდგომაც დაინიშნა ომის მდივნად. 1836-1842 წლებში საფრანგეთში აშშ-ის ელჩად მსახურების შემდეგ წარადგინეს საპრეზიდენტო კანდიდატად. 1845-1848 წლებში მიჩიგანის საკანონმდებლო ორგანოს მიერ არჩეულ იქნა აშშ-ის სენატში.

1857 წლიდან 1860 წლამდე იყო სახელმწიფოს მდივნის თანამდებობაზე. გარდაიცვალა 1866 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება